სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 22 დეკემბერს ფაკულტეტის სტუდენტთათვის გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სწავლების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.

თამაშმა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა, გუნდები წარმოდგენილები იყვნენ გუნდის კაპიტნებით, რომლებიც დაკომპლექტდა ყველა კურსის სტუდენტთაგან.  თამაში წარიმართა სატელივიზო ფორმატში, სულ წარმოდგენილი იყო ოთხი გუნდი, მოთამაშეებმა პასუხი გასცეს ბლიც, სუპერ ბლიც  და შავი ყუთის ფორმატში დასმულ შეკითხვებს.

თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული, გამარჯვება მოიპოვა  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსელთა გუნდმა „პანაცეა“-მ.

გამოცა მონოგრაფია „რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულობა- ფენომენი, დეტერმინაცია, პრევენცია“.

გამოიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და უკრაინის ზაპოროჟიეს ნაციონალურ-ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ერთობლივად შემუშავებული მონოგრაფია  სახელწოდებით „რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულობა- ფენომენი, დეტერმინაცია, პრევენცია“.

მონოგრაფია მომზადდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას აქტიური მხარდაჭერით. ქართული მხრიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო და ნაშრომის თანაავტორი არის სტუ-ს ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია.

 

ფაკულტეტის პროფესორ მარიამ ჯიქიამ პრემია „თამარი“ მოიპოვა

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ჯიქიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ სამეცნიერო პრემია „თამარი“-ს მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას პროფესიულ და სამეცნიერო მოღვაწეობაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა, I პრემიის მფლობელი კი, მანანა მარიდაშვილი გახდა. II პრემია სოფია კასრაძეს ერგო; III პრემია კი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ მარიამ ჯიქიამ მოიპოვა.  გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და კომპანია ზარაფხანას მიერ დამზადებული მედლები გადაეცათ.

პროფესორ მარიამ ჯიქიას ვიზიტი ბერლინში

სამოქალაქო განათლების სკოლისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ქ. ბერლინში, 2017 წლის 3-8 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია-ფორუმი თემაზე: ევროპის გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარიამ ჯიქია. კონფერენციაზე განხილული იყო ევროპის, უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ასპექტები, მათ შორის მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართლებრივ მოვლენებზე. აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ თემად განხილული იქნა საბერძნეთის კრიზისის გამომწვევი მიზეზები და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხი. აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

2017 წლის  შეჯამება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზია Stu Net-ის მიერ 29 დეკემბერს მოეწყო უნივერსიტეტის 2017 წლის შედეგების შემაჯამებელი გადაცემა, სადაც მიწვეული იყვნენ: რექტორი, კანცლერი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსი, ყველა ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და სტუდენტები.

შემაჯამებელ გადაცემაში მიწვეული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა ფაკულტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის აქტივობებზე, მათ შორის,  სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის  „საინჟინრო სამართლი“-ს, მედიასამართლის, ლინგვოკრიმინალისტიკის და სხვა პროექტების  შესახებ.

დეკანმა ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის მიერ  საერთაშორისო დონის სპეცილისტების  მაიკლ გრანტის, ამერიკელი მოსამართლეების ანა ჰარისის, ბენ სტადარტის და მაიკლ კუკაროს,  პროფესორების  თეო კობუშის, ვალტერ იეშკეს, ელიკო წიკლაური-ლამიხის, ჰანს იორგ ალბრეხტის და სხვათა მოწვევაზე, რომლებმაც ფაკულტეტის სტუდენტებს არაერთი საჯარო ლექცია წაუკითხეს.

მნიშვნელოვანია რომ 2017 წლის განმავლობაში ფაკულტეტმა გააფორმა ისეთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი უცხოურ უნივერსიტეტთან, როგორიცაა მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი და საქართველოში არსებულ მნიშნელოვან სტრუქტურულ ერთეულებთან:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროთან, სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატთან და სხვებთან.

დეკანმა გაიხსენა ფაკულტეტის მიერ ბოლო დროს ჩატარებული კონფერენციები: საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და გენდერი“-4.

პროფესორ ირაკლი გაბისონიამ  მიმოიხილა ფაკულტეტზე არსებული კვლევითი ცენტრების  მათ შორის,  პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის, ჩინეთის კვლევითი ცენტრის, კულტუროლოგიის კვლევითი ცენტრის  საქმიანობა.

დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის პრიორიტეტს, რომელიც მდგომარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებაში, რისთვის ფაკულტეტი აქტიურად აფინანსებს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს საერთაშორისო სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის, დაფინანსდა სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, პროფესორთა ვიზიტი განათლების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, სტუდენტებისა და პროფესორების ვიზიტი ჩეხეთში კონფერენციაზე „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ და სტუდენტების მონაწილეობა ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში. ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა საზაფხულო  სკოლები ქ. ბათუმში  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ზუგდიდში, ასევე გაიმართა ზამთრის სკოლა ბაკურიანში.

საგულისხმოა, რომ გადაცემაში მონაწილე სხვა პირებმაც, მათ შორის, სტუ-ს რექტორმა, კანცლერმა, სპიკერმა და სხვა ფაკულტეტის დეკანებმა აღნიშნეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საქმიანობის დადებითი ასპექტები. ხაზი გაუსვეს საინჟინრო სამართლის პროექტის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილეს ფაკულტეტის ყოველდღიურ აქტიურობაზე, რაც გამოიხატება საჯარო ლექციების, სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებაში, სხვადასხვა სტუმრების მოწვევაში, მემორანდუმების გაფორმებაში და სხვა.

სტუ-სა და სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი გაფორმდა ერთის მხრივ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის ლევან კლიმიაშვილის და მეორეს მხრივ სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძის მიერ.

მემორანდუმის გაფორმების შედეგად სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიყოველდღიურ საქმიანობაში. კერძოდ, სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსს და სტაჟირებას.  მიიღებენ მონაწილეობას თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ  სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და სხვა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი საერთაშორისო სამეცნიერო და იურიდიული ლიტერატურით.

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ს თანამშრომლობისათვის, აღნიშნა, რომ იგი მეორედ იმყოფება ტექნიკურ უნივერსიტეტში და აღფრთოვანებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთა  აქტიურობით. გამოთქვა იმედი, რომ მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროპასთან.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მოხარულია რომ გაფორმდა მემორანდუმი. ვინაიდან,  მსგავსი თანამშრომლობა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ანიჭებს დამატებით შესაძლებლობებს აიმაღლონ  უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, მიიღონ პრაქტიკულო გამოცდილება და განივითარონ დამატებითი შესაძლებლობები.

 

მემორანდუმის გაფორმება სტუ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის

 

2017  წლის 29 დეკემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერა სტუ-ს რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა და  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  გრიგორ გიორგაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა სტუ-ს სპიკერი პროფესორ ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, სამინისტროდან მოწვეული სტუმრები და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებთან ერთად.

თავდაპირველად, სტუ-ს რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი და გამოთქვა იმედი უკეთესი მომავლის, შემდგომ სიტყვა გადასცა  სტუმარს.

მინისტრის მოადგილემ გრიგორ გიორგაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს და მიულოცა ყველას ახალი წელი. სტუდენტებს ესაუბრა სამინისტროს საქმიანობის შესახებ, მოისმინა შეკითხვები და ამომწურავად უპასუხა თითოეულ მათგანს.

ღონისძიების დასასრულს ხელმწომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, მიულოცეს ერთმანეთს და გამოთქვეს იმედი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის.

 

 

 

 

ზამთრის სკოლის დახურვა  

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით  2017 წლის 24-27 დეკემბერს გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლა განხორციელდა სტუ-ს გენდერული ცენტრისა და  ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბის ინიციტივით. რაც ფაკულტეტის ადმინისტრაციისგან კერძოდ კი ფაკულტეტის დეკანის,  პროფესორ ირკლი გაბისონიას მხრიდან სრულად იყო მოწონებული და მხარდაჭერილი.

მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სკოლის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი იყო, კერძოდ რამდენიმე პროფესორმა ჩაატარა ლექცია მსმენელებისთვის, მათ შორის, პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მაია ყიფიანმა, ციალა გლოველმა და ლელა წიკლაურმა. ასევე, ზამთრის სკოლის ფორმატში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში და სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განსახილველ საკითხებთან მიმართებაში.

ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონიალს უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც ზამთრის სკოლის მსმენელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადა ინიციტივისა და აქტიურობისთვის და სთხოვა რომ სამომავალოდაც გამოჩინონ სურვილი.