საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა მიერ 2017 წლის 29 მარტს დაფუძნდა ა(ა)იპ „თავისუფალი განათლების აკადემია“, რომელიც ემსახურება არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, ტრენინგებს, კონფერენციებს, იმიტირებულ პროცესებს, მოდელირებებსა და სხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია მოსწავლეებსა და სტუდენტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აკადემიის დამფუძნებელია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ბაქარი გვაზავა.
თავისუფალი განათლების აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებსა და ორგანიზაციებთან. აკადემიაში გარდა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისა გაწევრიანებულნი არიან, როგორც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის  სტუდენტთა ტრენერობით ჩატარდა პირველი ტრენინგი „მოზარდი და სამართალი“.
სამართლისა და სერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ა(ა)იპ „თავისუფალი განათლების აკადემია“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურობას, მათ ჩართულობას სამეცნიერო-საზოგადოებრივ საქმიანობაში და გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაცია საქმიანობას გააგრძელებს წარმატებით, რაშიც მნიშვნელოვანი იქნება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წვლილი.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზეზე არსებული “ახალგაზრდა იურისტთა კლუბი” იწყებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესისთვის.

 უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და მიმდებარე კორპუსების ეზოები, ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, დევიზით “ერთად დავასუფთაოდ გარემო და ვიზრუნოთ ბუნებაზე”.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და მიმდებარე კორპუსების ეზოები, ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, დევიზით “ერთად დავასუფთაოდ გარემო და ვიზრუნოთ ბუნებაზე”. 

 ხელმძღვანელობასთან (ფრანკფურტი) და გაიმართა მოლაპარაკება აღნიშნულ ინსტიტუტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის უთიერთანამშრომლობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.

 2017 წლის 19 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბისა  და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“
2017 წლის 19 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბისა  და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ საჯარო ლექციაზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს თუ რამდენად  ეფექტურია ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შედეგად ხდება თუ არა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათთვის სათანადო სასჯელის შეფარდება, რამდენად არის გათვალისწინებული გენდერული ხედვა სამართალწარმოების პროცესში და უზრუნველყოფილია თუ არა ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოება.
საჯარო ლექციაზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს თუ რამდენად  ეფექტურია ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შედეგად ხდება თუ არა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათთვის სათანადო სასჯელის შეფარდება, რამდენად არის გათვალისწინებული გენდერული ხედვა სამართალწარმოების პროცესში და უზრუნველყოფილია თუ არა ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოება.

 საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თაობის მეცნიერ-პრაქტიკოს იურისტებს, გულითადად  გილოცავთ სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის დეკანის საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თქვენდამი ნდობის გამოცხადებას, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში, მით უფრო, რომ თქვენ ბრძანდებით  იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი და აღნიშნული აკადემიის მიერ დაფუძნებული ჟურნალი „იურისტი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სამწუხაროდ, არ ხდება მეცნიერთა ჩართვა სამართლებრივი საკითხების კვლევის საქმეში. ასევე მიგვაჩნია, რომ აღსადგენია თანამშრომლობა საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და ხელისუფლებას შორის.

  2017 წლის 31 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე,  გაიმართა რიგი ღონისძიებები, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 78 წლის აღსანიშნავად. საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის  სახელობის კაბინეტი. ფაკულტეტის სამ წარჩინებულ სტუდენტს – ანა ტაკაშვილს, დავით მექვაბიძეს და მარიამ ელიაძეს დეკანის, ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობის საფუძველზე დაენიშნათ ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.

 აშშ-ის საელჩო საქართველოში 23 აპრილს, 11:00 დან 18:00 საათამდე სასტუმრო თბილისი რუმს ჰოტელში (მისამართი: კოსტავას ქუჩა N14) მართავს „მეგობრობის ფორუმს“. ღონისძიება ეძღვნება ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშორმლობის 25 წლის იუბილეს.