მსოფლიო ინოვაციური სამიტი “WISE Learners’ Voice”

კატარის ფონდის მიერ განათლების სფეროში დაარსებული მსოფლიო ინოვაციური სამიტი (The World Innovation Summit for Education (WISE)) აცხადებს 21-დან 30 წლამდე ახალგაზრდების მიღებას პროგრამაზე – “WISE Learners’ Voice”, რომლის ძირითადი თემაა მიგრაციები და დევნილთა კრიზისი. კანდიდატებს უნდა ქონდეთ მაღალი მოტივაცია რათა მონაწილეობა მიიღონ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებაში.

შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს ინტერნეტით 2 მაისისთვის, გრინვიჩის დროით (GMT) 13 : 00 საათზე.

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე.


http://www.wise-qatar.org/sites/default/files/2017-18_criteria_and_guidelines.pdf

სამართლის დეპარტამენტის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა 2017 წლის 31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით მონაწილეობა მიიღეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მოდელირებული პროექტში – ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (International Conference–Seminar 2017 of Human Rights and Freedoms). საერთაშორისო კონფერენცია-სემინარი უტრეხტის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში ჩატარდა. მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტები, მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის სტუდენტები.

პროექტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტების, წახალისებას რათა მათ გაიუმჯობესონ ცოდნა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით, შეიძინონ პროფესიული უნარ–ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია იურისპრუდენციასა და საერთაშორისო კონვენციების უკეთ შესწავლაში, ასევე ისეთი შესაძლებლობების მიცემას, რომლებიც დაეხმარებათ  მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ ნიდერლანდების სამეფოში (ქ. ჰააგაში) არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებთან.

ღონისძიების  ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები, დაურიგდათ საკონფერენციო მასალები და გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

სამრთლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ხელს უწყობს წარმატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს ცოდნისა და გამოცდილების მიღებისთვის რაც გამოიხატება მსგავს ღონისძიებებში ფაკულტეტის სტუდენტების მუდმივი ჩართულობით.

იოსებ ბაჩიაშვილის ნაშრომის პრეზენტაცია

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის ნაშრომის „იურიდიული განათლება და სამართალშემოქმედება“ წარდგინება-განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.

ნაშრომის პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთიერთობათა ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მაღალკვალიფიციური იურისტების მომზადებაზე და ბოლო პერიოდში ამ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გაანალიზებასა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების საჭიროებაზე.

თავად ავტორმაც დეტალურად ისაუბრა ყველა იმ თეზისზე, რომელიც განხილულია ნაშრომში, მათ შორის, იურიდიული განათლების მეთოდოლოგია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე მიმოიხილა იურისპრუდენციის ზოგად თეორიული და სოციალური საგნების სწავლების ურთიერთშესაბამისობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.

გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სამართლისა და საერთაშორისო უეთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები: ნინო ნიშნიანიძე, ლია ადეიშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, შოთა ფაფიაშვილი და გურამ ნაჭყებია. მათ დადებითად შეაფასეს იოსებ ბაჩიაშვილის ნაშრომი და აღნიშნეს რომ იგი ხელს შეუწყობს იურიდიული დისციპლინების სწავლების მეთოდოლოგიის სრულყოფას.

შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან

2017 წლის 4  აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებს შორის. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კვინიკაძემ დეტალურად გააცნო სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ისტორია და მისია. ისაუბრეს კვალიფიკაციის ასამაღლებელ, საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ და სასამართლო მოხელეთა მოსამზადებელ  კურსებზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და  სტუდენტების მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლა შეფასდა, როგორც  ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა მაღალ პროფესიულ სწავლებას.

იქვე გაჟღერდა ინფორმაცია ღია კარის დღესთან დაკავშირებით, სადაც  სტუდენტთა უმრავლესობამ დასწრების  სურვილი  გამოთქვა, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები ხელს უწყობს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებასა და გამოცდილების შეძენას.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისათვის და სტუდენტ ახალგაზრდობას საინტერესო შეკითხვებისა და მოსაზრებებისათვის.

შრომის კოდექსის კომენტარების პრეზენტაცია

2017 წლის 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა  პროფესორ ამირან ზენაიშვილის წიგნის, შრომის კოდექსის კომენტარების  პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე,  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დამსაქმებლების და დასაქმებულთა წარმომადგენლები.

პრეზენტაცია გახსნა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ირაკლი გაბისონიამ და წარმოდგენილ საზოგადოებას მიულოცა შრომის კოდექსის კომენტარების გამოცემა, ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე და სიტყვა გადასცა სახელმძღვანელოს ავტორს ბატონ ამირან ზენაიშვილს.

ავტორი დეტალურად შეეხო ყველა იმ თეზისს, რომელიც განხილულია წიგნში. მათ შორის, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოს მიერ, ევროკავშირის მიმართ საერთაშორისო აქტებით და კონვენციებით აღებული ვალდებულებების შიდა კანონმდებლობაში ინტეგრირებისა და იმპლემენტაციის ანალიზს, კომენტარში გამოყენებულ კვლევებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე. ავტორის თქმით, წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონში 2013 წ. შეტანილი ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის დინამიკას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ერთგვაროვან პრაქტიკას და ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, განიხილეს არაერთი წინადადება  შრომის კოდექსის სრულყოფისათვის, სტუდენტებმა  შეკითხვით მიმართეს, როგორც სახელმძღვანელოს ავტორს, ასევე მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა პარალელები გაავლეს მსოფლიო პრაქტიკის შრომის კანონმდებლობასა და ქართული სამართლებრივ სისტემას შორის, ხაზი გაუსვეს ასოცირების შეთანხმების შედეგებისა და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას.

პრეზენტაციის დასასრულს, სახელმძღვანელოს ავტორმა დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნები და მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო დისკუსიაში ჩართვისა და მობრძანებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის კაბინეტი

2017 წლის 31 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტეზე გაიხსნა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას სახელობის კაბინეტი.

კაბინეტის გახსნა უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის იგორ კვესელავასა და სტუდენტთა სოციალური, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის გიორგი კალანდაძის ინიციატივა იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტები.

კაბინეტის გახსნას დაესწრნენ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის წევრები და პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები.

დაწესდა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცათ.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებში მოტივაციის ამაღლებას და ფაკულტეტის განვითარებას.

“სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017”

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ინიციატივით იწყება ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტი.

"სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017"

პროექტს აქვს კონკურსის სახე და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის, ყველა სასწავლო საფეხურის სტუდენტს.
პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების ინტეგრაცია და სტუდენტების კულტურის, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 17 მარტს 14:00 საათზე სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში.

პროექტის გახსნითი ცერემონია სტუ-ს მუსიკალური ბენდებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება 21 მარტს 17:00 საათზე ადმინისტრაციული კორპუსის დიდ საატქო დარბაზში.
პროექტი ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:
1. საუკეთესო სოლო მომღერალი
2 მაისი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი 23 მაისი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი
2. საუკეთესო დუეტი
2 მაისი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი 23 მაისი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი
3. ხალხური სიმღერა
2 მაისი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი 23 მაისი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი
4. თანამედროვე ცეკვა
3 მაისი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი დიდი სააქტო დარბაზი 22 მაისს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი დიდი სააქტო დარბაზი
5. საუკეთესო იუმორისტული დადგმა 10 აპრილი II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი 16 მაისს II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი
6. მხატვრული კითხვა
9 მაისი სტუ-ს II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი
7. ყველაზე ორიგინალური ნომერი 10 მაისი სტუ-ს II კორპუსი - მოდი ნახეს დარბაზი
8. საუკეთესო ფოტო
26 მაისი აგრარული ფაკულტეტის შეხვედრების ოთახი
9. საუკეთესო ნახატი 26 მაისი აგრარული ფაკულტეტის შეხვედრების ოთახი სანზონა
სპორტული
მიმართულება ჩატარების დრო ადგილი
10. მინი ფეხბურთი ბიჭი
23 მარტიდან - 27 მარტის ჩათვლით IX კორპუსის სპორტული დარბაზი
11. მინი ფეხბურთი გოგო
28 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით IX კორპუსის სპორტული დარბაზი
12. კალათბურთი ბიჭი
27 მარტიდან - 30 მარტის ჩათვლით I კორპუსის სპორტული დარბაზი
13. კალათბურთი გოგო
31 მარტიდან - 2 აპრილის ჩათვლით I კორპუსის სპორტული დარბაზი
14. ქუჩის კალათბურთი ბიჭი
აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
15. ქუჩის კალათბურთი გოგო
აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
16. ქუჩის ფეხბურთი ბიჭი
აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
17. ქუჩის ფეხბურთი გოგო
აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
18. რაგბი - 7 კაცა
7 აპრილიდან - 10 აპრილის ჩათვლით ავჭალის სარაგბო მოედანი
19. ფრენბურთი ბიჭი
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
20. ფრენბურთი გოგო
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
21. ქვიშის ფრენბურთი ბიჭი
2 მაისი პლეხანოვი - კიევის N9
22. ქვიშის ფრენბურთი გოგო
2 მაისი პლეხანოვი - კიევის N9
23. მჯდომარე ფრენბურთი 4 მაისი I კორპუსის სპორტული დარბაზი
24. გრეხეთბოლი
აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
25. ამერიკული ფეხბურთი
2 აპრილიდან - 6 აპრილის ჩათვლით იოსებიძის ქუჩა - ხელოვნური საფარის სპორტული მოედანი
26. მკლავჭიდი
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
27. მაგიდის ჩოგბურთი (წყვილებს შორის)
1 მაისი სტუ-ს VI კორპუსი
28. მაგიდის ჩოგბურთი ბიჭი
1 მაისი სტუ-ს VI კორპუსი
29. მაგიდის ჩოგბურთი გოგო
1 მაისი სტუ-ს VI კორპუსი
30. ბილიარდი ბიჭი 27 აპრილი კოსტავას N77 სააკაძის მოედანი. საბილიარდო „უნივერსი“
31. ბილიარდი გოგო 27 აპრილი კოსტავას N77 სააკაძის მოედანი. საბილიარდო „უნივერსი“
32. ტირი ბიჭი
8 მაისი I კორპუსის ტირის სასროლი სპორტული დარბაზი
33. ტირი გოგო
8 მაისი I კორპუსის ტირის სასროლი სპორტული დარბაზი
34. დარცი ბიჭი
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
35. დარცი გოგო
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
36. ბადბინტონი ბიჭი
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
37. ბადბინტონი გოგო
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
38. ბადბინტონი (წყვილებს შორის)
5 აპრილი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზო
39. ჭადრაკი ბიჭი
4 აპრილი სტუ-ს VI კორპუსი
40. ჭადრაკო გოგო
4 აპრილი სტუ-ს VI კორპუსი
41. ნარდი ბიჭი
5 აპრილი სტუ-ს VI კორპუსი
42. ნარდი გოგო
5 აპრილი სტუ-ს VI კორპუსი
43. კარტინგი ბიჭი
12 მაისი დიღმის მასივი, ჩაჩავას ქუჩა N8.
„ასტრა პარკი“
44. კარტინგი გოგო
12 მაისი დიღმის მასივი, ჩაჩავას ქუჩა N8.
„ასტრა პარკი“
45. ბოულინგი ბიჭი
15 მაისი თვალჭრელიძის ქ. N2. სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
46. ბოულინგი გოგო
15 მაისი თვალჭრელიძის ქ. N2. სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
47. სპორტული ვიქტორინა
3 მაისი სტუ-ს I კორპუსის - ბიბლიოთეკა
48. კომპიუტერული თამაშები “კიბერ სპორტი” 17 მაისი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის დიდი სააქტო დარბაზი
ინტელექტუალური
მიმართულება ჩატარების დრო Aდგილი
49. სტრატეგიული თამაში “სტუ GAME” 5 მაისი სტუ-ს VI კორპუსი და მიმდებარე ტერიტორია
50. რა? სად? როდის?
6 მაისი სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის - ფოიესი
51. დებატები
18 მაისი სტუ-ს VI კორპუსის ბიბლიოთეკა N: 905 ოთახი
52. ესეების კონკურსი
19 მაისი სტუ-ს VI კორპუსის ბიბლიოთეკა N: 905 ოთახი
53. პროფესიული გამოფენა
20 მაისი სტუ-ს I კორპუსი - „გალერეა უნივერსი“
54. საუკეთესო ორატორი 24 მაისი აგრარული ფაკულტეტის შეხვედრების ოთახი

დამატებითი ნომინაციები: ყველაზე აქტიური გულშემატკივარი / ყველაზე ორგანიზებული ფაკულტეტი / ყველაზე აქტიური მონაწილე / ჟიურის სიმპათია.

პროექტის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში გაიმართება დახურვის ცერემონია რომელიც დასრულდება კონცერტით სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას.

მაიკლ გრანტის საჯარო ლექცია

 

 

2017 წლის 14 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით გამართა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, საელჩოს მრჩეველის იურიდიულ საკითხებში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის თბილისში მაიკლ გრანტის საჯარო ლექცია.

საუბარი შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხს როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამერიკაში. საელჩოს წარმომადგენელმა ისაუბრა რომ დღეისათვის ყველაზე მეტად წარმატებულად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს.  ყოველწლიურად, ნაფიც მსაჯულებს 120 ათასზე მეტ საქმეზე გამოაქვთ ვერდიქტი. ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასამართლო პროცესების 90 პროცენტს შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არა მარტო სისხლის სამართლის საქმეების, არამედ სამოქალაქო საქმის განხილვაშიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრა ატარებდა ინტერაქტიულ ხასიათს.

 

 

სამართლისადა საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების შეხვედრა მიხეილ ჯანელიძესთან

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების შეხვედრა მიხეილ ჯანელიძესთ

სამართალმცოდნეობის სტუდენტების შეხვედრა ანა ნაცვლიშვილთან

სამართალმცოდნეობის სტუდენტების შეხვედრა ანა ნაცვლიშვილთან

 

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილთან.შეხვედრას ესწრებოდნენ სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები.

საუბარი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.