საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 24 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე.
პროცესს წინ უსწრებდა ორთვიანი სასწავლო კურსი სადაც სტუდენტები თეორიულ საკითხებთან ერთად ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბ-ნი რევაზ აჭარაძე.
პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით:ლანა სისოშვილი, ნათია ლაბაძე თამთა მაისურაძე და გიორგი ნუსხელაძე.
საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურეს თორნიკე კაპანაძემ და ლანა სისოშვილმა. ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული დაიმსახურეს ანა ტაკაშვილმა, სოფიკო დარჩიამ და ნატო დეკანოიძემ.
მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ სხვადასხვადროს გამოცემული წიგნები, გამარჯვებულ გუნდს კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის თასი.
პროცესს ჰყავდა წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები გიორგი ეუაშვილი და ბექა თაკალანძე, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობენ სასამართლო მონიტორებად.
იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამომიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.
Category Archives: Uncategorized
კონფერენცია თემაზე:”ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია…”
2019 წლის 22-23 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა ბასკეთისა და პოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:“ ,,ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია:საქართველოს, როგორც ასოცირებული წევრი სახელმწიფოს პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა ბასკეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელს დევიდ რუანოს და ნაყოფიერი სამუშაო უსურვა კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერენციას კოორდინაციას უწევდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ნიკოლოზ ფიფია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასევე, ბასკეთის უნივერსიტეტის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან პროფესორები: David RUANO, Simona SOBOTOVICOVA, David RUANO, MAITENA POELEMANS, Eléna LOFREDI, Marguerite GUIRESSE, Freddy DURÁN, Leire BERASALUCE, Javier GÓMEZ, Amaia BURGOS, Silvia VILAR და სხვები.
კონფერენცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.
საბჭოს მორიგი სხდომა
2019 წლის 24 იანვარს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს გურამ ნაჭყებიასა და ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოს მინიჭების საკითხი.
გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო ფაკულტეტის წინაშე არსებული დამსახურებისთვის გადაეცემა პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს, ხოლო ახალგაზრდა პროფესორების ნომინაციაში ასოცირებულ პროფესორს თეიმურაზ ბეჟოშვილს.
რაც შეეხება ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოს იგი გადაეცემა დამსახურებულ პროფესორს ჰენრი კუპრაშვილს და ახალგაზრდა ასოცირებულ პროფესორს სოფო მიდელაშვილს.
ჯილდოს საზეიმო ვითარებაში გადასცემს სტუ-რექტორი, აკადემიკოსო არჩილ ფრანგიშვილი.
საბჭოს წევრებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა მიმდინარე და აქტუალური საკითხები.
ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია
2019 წლის 24 იანვარს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ–ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სლოვაკეთის, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის კონსულტანტმა ზაზა ბეროზაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოდანაშაულის საერთაშორისო ტენდენციები“.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი.
კონსულტანტმა ზაზა ბეროზაშვილმა ისაუბრა ნარკოტიკებისა და მასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების შესახებ.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.
მერაბ ბარბაქაძეს საჯარო ლექცია
2018 წლის 26 იანვარს 14:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გარემოს დაცვის სამართლის საერთაშორისო დონის ექსპერტი, 2003–2011 წლებში გაეროს ეკკ ორჰუსის კომისიის წევრი მერაბ ბარბაქაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ორჰუსის კონვენცია-გაეროს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“.
ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია
2019 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სლოვაკეთის, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი ზაზა ბეროზაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ნარკოდანაშაულის საერთაშორისო ტენდენციები“.
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები 2019 წლის 4 მარტიდან 9 მარტის ჩართვლით.
ლადო ჭანტურიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სტატიათა კრებულის წარდგენა
2018 წლის 29 დეკემბერს ლადო ჭანტურიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტატიათა კრებულის წარდგენა მოეწყო სასტუმრო ბილტმორში.
კრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და იურიდიული კომპანია „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ ერთობლივი გამოცემაა.
წიგნში შესულია მარიამ ჯიქიას, დიმიტრი გეგენავას, აკაკი გაწერელიას, გიორგი უსტიაშვილის, თათია ჯორბენაძის, მარიამ ღუბიანურის, სერგი ჯორბენაძის, გიორგი გორაძის, პაატა ჯავახიშვილის, მაკა ფარცვანიასა და დავით გუჩმაზაშვილის სტატიები სამართლის სხვადასხვა მიმართულებით.
თემურ გუგუშვილის საჯარო ლექცია
2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ევროპის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრმა თემურ გუგუშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „კრიმინოლოგიის განვითარების ისტორიის მიმოხილვა“
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ,რომელმაც წარადგინა სტუმარი და სტუდენტებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
საჯარო ლექციაზე უპირველესად განხილულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის ასპექტები, თემურ გუგუშვილმა ყურადღება გაამახვილა კრიმინოლოგის განვითარების ისტორიაზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. ყურადღება გაამახვილა კრიმინოლოგიის მნიშვნელობაზე დანაშაულის პრევენციასთან მიმართებაში და მიმოიხილა კრიმინოლოგიის განვითარების მთელი რიგი კონცეპტუალური საკითხები.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.