გამოიცა კონფერენციის ნაშრომთა კრებული

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“  ფარგლებში დაიბეჭდა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  „მსოფლიო და გენდერი“ -4  შრომების კრებული.

ზემოაღნიშნული კონფერენცია გაიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით.

პროექტი „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“   ხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დაფინანსებით.

ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2018 წლის 24 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.  ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია საბჭოს წინაშე  ერთი წლის მუშაობის ანგარიშით წარსდგა. მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საკითხებზე: კონტიგენტზე- რომელიც 800 სტუდენტით გაიზარდა, ბიუჯეტზე; გაფორმებულ მემორანდუმებზე, უცხოელი სტუმრების ინტეგრაციასა და ჩართულობაზე, სოციალურ სფეროზე- რომელშიც გათვალისწინებული იყო ლექტორთა და სტუდენტთა დახმარებები, დაწესებულ სტიპენდიებზე  და სამეცნიერო ჯილდოებზე, პროექტ „შეხვდი დამსაქმებელ“-ზე, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგებზე,  სამეცნიერო მივლინებებზე და სხვა.

მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ წარმოადგინა ინტერდისციპლინარული პროექტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის ფორმატში გაიმართება, ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ეტაპებზე და თხოვა ფაკულტეტის საბჭოს აღნიშნულის მხარდაჭერა.  ასევე, წარმოადგინა სტუდენტთა განცხადება, რომლებიც ითხოვდნენ სწავლის საფასურის  ნაწილობრივ დაფინანსებას.

 

მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით 2018 წლის 25 მაისს გაიმართება მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულები: საქართველოს დამოუკიდებლობა (ისტორია, პოლიტიკა, სამართალი), პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასია, საქართველო  და მეზობლები ქვეყნები-რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ევროპა და საქართველო (ისტორია თანამედროვეობა), მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი და სოციალური პროცესები, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები, ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია, განათლება, ხელოვნება,  კულტუროლოგიური და ფილოლოგიური ძიებანი, კომუნიკაცია, თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, მსოფლიო და გენდერი, ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური პუბლიცისტიკა,

თეზისები გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა  დეპარტამენტი

საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია

მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„მსოფლიო და კავკასია“

ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს

25 მაისი, 2018 წელი

თბილისი, საქართველო

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:

 

I  სექცია საქართველოს დამოუკიდებლობა (ისტორია, პოლიტიკა, სამართალი)
II  სექცია პოლიტიკური და სამართალებრივი ურთიერთობები
III  სექცია საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასია;
IV  სექცია საქართველო და მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
სექცია ევროპა და საქართველო (ისტორია და თანამედროვეობა)
VI  სექცია მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პროცესები
VII  სექცია საერთაშორისო და რეგიონალური ტერორიზმი

(ისტორია და პრაქტიკა)

VIII  სექცია საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები
IX   სექცია სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები
X   სექცია ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია, განათლება, ხელოვნება
XI  სექცია კულტუროლოგიური და ფილოლოგიური ძიებანი
XII  სექცია კომუნიკაცია, თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია

 

XIII  სექცია მსოფლიო და გენდერი
XIV  სექცია ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური პუბლიცისტიკა

 

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

  

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება _ 15  წუთი; მსჯელობა _ 5  წუთი.

კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც.

 

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური:

საქართველოს მოქალაქეებისათვის _ 60 ლარი

უცხოელებისათვის _ 60 ევრო

 

საბანკო ანგარიში:  „თიბისი  ბანკი“

ბანკის კოდი : TBCBGE22

ანგარიშის № GE71 TB76 2753 6020 10000 4

სარეგისტრაციო მოსაკრებელში შედის:

მოხსენებათა თეზისები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მსოფლიო და კავკასია“ შრომათა კრებულში,  კონფერენციის პროგრამა, სერთიფიკატი, ბეიჯი, ფურშეტი.

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის.

კონფერენციის მონაწილეობაზე დადებითი პასუხის შემდეგ, რის შესახებაც მომხსენებლებს ეცნობებათ საორგანიზაციო კომიტეტისაგან, მსურველმა უნდა გადაიხადოს მონაწილეობის საფასური და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი პირადად ან ელ.დოფსაზე გამოაგზავნოს ქვითრის სკანირებული ვერსია.

 

კონფერენციის მონაწილეთათვის თანხის გადახდის ბოლო ვადა – 25 აპრილი

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა მ/წლის 15 აპრილი.

ელ.ფოსტა: conference-stu@mail.ru

 

საკონფერენციო მოხსენებების თეზისების კრებული და სერთიფიკატები დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს.

ტელ.:   595 29 89 07;     595 96 00 35

66 86;     65 37.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი

მოთხოვნები კრებულში საკონფერენციო მოხსენებათა

თეზისების გაფორმებისათვის

 

ელექტრონული ფოსტის მისამართი:   conference-stu@mail.ru

 

თეზისების მოცულობა 2-3 გვერდი

 

  1. გვერდის ფორმატი: – А4
  2. გვერდის ველი : –  2 სმ
  3. შრიფტი:  ქართული     –  sylfean, ზომა _  12,

რუსული    –             Times New Roman, ზომა 12

ინგლისური    –  Times New Roman, ზომა 12

 

  1. ინტერვალი –          1 (Single)
  2. აბზაცი –          1 სმ

 

  1. ტექსტის სტრუქტურა:

ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold);

ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14

საკვანძო სიტყვები

თეზისები ქართულ ენაზე

რეზიუმე ინგლისურ (ან რუსულ) ენაზე

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

,,მსოფლიო და კავკასია“

 

თბილისი, 2018 წელი

 

 

სახელი, გვარი, მამის სახელი
ქვეყანა, ქალაქი
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, აკადემიური თანამდებობა
სამეცნიერო ხარისხი, წოდება
მისამართი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
მონაწილეობა (დასწრებული, დაუსწრებელი)
მოხსენების სათაური,

ანოტაცია   (200-300 სიტყვა)

სექცია

 

 

გთხოვთ, კონფერენციაში დასწრებულ თუ დაუსწრებელ მონაწილეობას განაცხადის გადმოგზავნის შემდეგ ნუ შეცვლით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ჯილდოების  გადაცემა  

 2018  წლის  12 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დეკანის ინიციატივით ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შეფასებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, განხორციელებული კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის დააწესა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის   გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის  და ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო.

სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო გადასცა ღვაწლმოსილ პროფესორ ჯემალ გაბელიას, ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო  კი გადასცა დამსახურებულ პროფესორ იგორ კვესელავას.

ახალგაზრდა მეცნიერებს ასისტენტ-პროფესორს მალხაზ ჩიტაიას გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო  და  ასოცირებულ პროფესორს გიორგი კალანდაძეს  ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო გადასცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული  ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ,

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადასცა უიშვიათესი გამოცემა  „ნათელი ქრისტესი საქართველო“-ს წიგნი პირველი და წიგნი მეორე, რომელიც სტუ-ს უძველეს და უმდიდრეს ბიბლიოთეკას კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას შესძენს.

 

 

 

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

 

 2018  წლის 20 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მოიწვია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი და დეპარტამენტის უფროსები.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, რომელმაც ისაუბრა ინტერდისციპლინარული პროექტების მნიშვნელობაზე, გააცნო საზოგადობას უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ და ისაუბრა პროექტ „საინჟინრო სამართლის“ მნიშვნელობაზე.

მოხსენებებით გამოვიდნენ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი  – გიორგი თვაური, ბიუროს უფროსის მოადგილე– გიორგი მურვანიძე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი   –  დავით მაღრაძე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ნინო ყოჩიაშვილი, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ნინო კიკაბიძე,   ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი – გური მენაბდიშვილი, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ბადრი ლეფსაია და  სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური  ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი- დავით გველესიანი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლის სასწავლო-პროგრამების მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  1. არჩევით ბლოკს დაემატოს ისეთი სასწავლო დისციპლინები, როგორიცაა სასამართლო ფსიქიატრია და სასამართლო მედიცინა,
  2. საინჟინრო სამართლის დანერგვისას გასათვალისწინებელი საკითხები,
  3. სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სილაბუსებში გათვალისწინებული საკითხები, რაც დაკავშირებულია ექსპერტიზის დანიშვნასთან.

შეხვედრა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.

 

იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 20 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.

პროცესის მონაწილე სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ.

პროცესის მონაწილეები შეაფასეს წინასწარ შერჩეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ, საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკა ასვანუამ.

პროცესს წინ უსწრებდა სასწავლო კურსი (15 სასწავლო შეხვედრა) სადაც სტუდენტები ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბატონი ლევან ვეფხვაძე.

პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მართა ამირანაშვილი, გვანცა რევაზიშვილი, ელენე კალანდაძე, ნინო ხულუზაური, შახლა ისაევა, სოფო დარჩია და გიორგი ნაცვლიშვილი.

საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურა თორნიკე კაპანაძემ, ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული მოიპოვა  ელენე კალანდაძემ. საუკეთესო ნაფიც მსაჯულად დასახელდა მარიამ ბეჟანიშვილი.

მონაწილე სტუდენტებს  სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ  სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები. გამარჯვებულ გუნდს კი  გადაეცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გარდამავალი თასი.

იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამოიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.

პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა

 2018  წლის 20 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი დამსაქმებელსფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი  – გიორგი თვაური, ბიუროს უფროსის მოადგილე (კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი)  – გიორგი მურვანიძე, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ნინო კიკაბიძე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი   –  დავით მაღრაძე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ნინო ყოჩიაშვილი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი – გური მენაბდიშვილი, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ბადრი ლეფსაია და სხვები.

დასწრება თავისუფალია!