კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტის წიგნის პრეზენტაცია რომში.

2017 წლის 5 დეკემბერს იტალიაში, კერძოდ რომის პირველ უნივერსიტეტში მოეწყო ნაშრომის პრეზენტაცია  − ,,ფედერალიზმი, როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი გზა“. წიგნის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონო კახა სიხარულიძე. ელჩმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებზე და მათი მოგვარების გზებზე.  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, პროფესორი რობერტო პასკა დი მალიანო, რომელიც გახლავთ რომის ფონდაციონე ლა საპიენცას პრეზიდენტი. ასევე აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს წიგნის თანაავტორებმა, რომინა გურაშმა და ნენო გაბელიამ. ბოლოს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა გაბრიელ ნატალიციამ, რომელიც არის მკვლევარი რომის “ლინქ ქამფუს” უნივერსიტეტში.

წიგნის ავტორი ნენო გაბელია,  როგორც ექსპერტი  ეწეოდა აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტში. ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჯემალ გახოკიძის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ,,იურისტში“ გამოქვეყნდა გამოხმაურება ზემოთქმული ნაშრომის შესახებ, სადაც მაღალი შეფასება მისცა ავტორისეულ მიგნებებსა და დასკვნებს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ულოცავს ქალბატონ ნენოს ნაშრომის პრეზენტაციას და უსურვებს წარმატებებს. ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას მომავალში  სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტში ერთობლივი თანამშრომლობისათვის.

 

ფაკულტეტზე სადოქტორო თემის წინასწარი დაცვა გაიმართა  

2017 წლის 5 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სადოქტორო ნაშრომთა წინასწარი დაცვა გაიმართა.

შესაბამისი კომისიის წინაშე წარდგა ორი კანდიდატი: იოსებ ბაღათურია და ედიშერ ჯაფარიძე.

პირველმა მომხსენებელმა იოსებ ბაღათურიამ კომისიის წინაშე წარმოადგინა თემა „სააღსრულებო სისტემა საქართველოში“, მან აქტიურად იმსჯელა ისტორიულ-სამართლებრივ ასპექტებზე, მიმოიხილა საზღვარგარეთის ქვეუნებში დამკვიდრებული სტანდარტები და საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა კომისიის წევრებს. მოხსენების შემდგომ საკუთარი შეხედულება დააფიქსირეს რეცენზენტებმა. ასევე, დაუსვეს კრიტიკული და აქტუალური შეკითხვები წარმოდგენილ საკითხთან მიმართებაში.

მეორე მოხსენება წარმოადგინა ედიშერ ჯაფარიძემ თემაზე: „ქართული ემიგრაცია მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში“,  რომელმაც ძირეულად ისაუბრა ემიგრაციის როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში, მიგრანტთა სოციალურ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან რიგ საკითხებზე.

წინასწარი დაცვის დასასრულს ორივე კანდიდატმა დაიმსახურა დადებითი შეფასება და კომისიის წევრებმა ურჩიეს მათ ასეთივე შემართებით გააგრძელონ საკვლევ თემაზე მუშაობა.

 

ნაშრომთა კრებული – საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ნაშრომთა კრებულში გამოსაქვეყნებლად.

 თემატიკა:

  1. პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებასთან დაკაშირებული აქტუალური საკითხები
  2. მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები
  3. პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციათა გამიჯვნა საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებით
  4. ტერიტორიული მოწყობის პრობლემა საქართველოს კონსტიტუციაში
  5. ორპალატიანი პარლამენტის მომავალი საქართველოში
  6. მმართველობის ფორმასთან დაკავშირებული საკითხები
  7. ადამიანის ძირითადი უფლებები და კონსტიტუციური ცვლილებები

  ტექნიკური მოთხოვნები სტატიებისათვის

სტატია უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა); იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიით ერთ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენაზე; აწყობილი უნდა იყოს შრიფტით – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.), ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9.

გვერდების რაოდენობა – 10-15 გვერდი.

სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს.

წყაროები ციტირებული უნდა იყოს შემდეგნაირად (ციტირების წესის დაუცველობის შემთხვევაში სტატია ვერ გამოქვეყნდება კრებულში):

ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (მაგ.: ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ., 2010, 15.);

ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი. მაგ.: ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001, 83;

 წიგნის, ჟურნალის და სტატიის სახელწოდების მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი  წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.

გ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიეთითება შემდეგნაირად: საქმის სახელი ქართულ და ორიგინალის ენებზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი. მაგ. ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი;

დ) სასურველია, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული მითითება ინტერნეტ წყაროზე. თუ წყარო, რომელსაც იშველიებს ავტორი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინტერნეტით, აუცილებელია, მიეთითოს არა სრული ბმული, არამედ ძირითადი გვერდი.

ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2018 წელი.

ნაშრომის გადმოგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

 აღნიშნული ნაშრომი გაივლის რეცენზირებას; რეცენზენტის დადებითი წერილობითი პასუხის შემდგომ მოხდება აღნიშნული ნაშრომის კრებულში გამოქვეყნება.

 

გიწვევთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“ – მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გიწვევთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“ – მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის თარიღი: 1 აპრილი, 2018

კონფერენციის ადგილი: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება შემდეგი მიმართულებით:

  1. კონსტიტუციური სამართალი
  2. ადმინისტრაციული სამართალი
  3. საერთაშორისო სამართალი

 

სამუშაო ენა:

  • ქართული
  • ინგლისური

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
  • მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გამოაგზვანონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე. პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შესახებ თითოეულ აპლიკანტს გაეგზავნება წერილობითი დასტური მითითებულ ელ-ფოსტაზე.
  • მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო ნაშრომი ქართულ ან  ინგლისურ ენაზე.
  • ერთ სტუდენტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა.
  • ნაშრომი შეიძლება იყოს შესრულებული ერთი ან ორი ადამიანის მიერ.
  • თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9;
  • სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული ყოველი გვერდის ბოლოს;
  • ციტირება უნდა განხორციელდეს მითითების სტანდარტის მიხედვით, რომელიც გაეგზავნება მეორე ეტაპზე გადასულ ყველა მონაწილეს მითითებულ ელ-ფოსტაზე;
  • ინტერვალი – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9

ინფორმაცია მონაწილეებისათვის:

  • კონფერენციის მონაწილება ნაშრომები დაიბეჭდება საკონფერენციო კრებულში;
  • კონფერენციაში მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები;

თეზისები და ნაშრომები გადმოგზავნილ იქნეს publiclaw@gtu.ge  მისამართზე.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი დაშბაში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაზაზე არსებული ეკომოლაშქრეთა კლუბი  დეკანის ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინანსებით ესტუმრა წალკის მუნიციპალიტეტს, რომლის ფარგლებშიც ეკომოლაშქრეებმა მოინახულეს დაშბაში  არსებული ორი სოფელი.

ლაშქრობა იყო შემოქმედებით-შემეცნებითი, სადაც გიდი ეკომოლაშქრეებს აცნობდა ადგილის მნიშვნელობასა და როლს ქართულ კულტურაში. ლაშქრობის ფარგლებში დაასუფთავეს სოფელში არსებული ორივე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები, საკმაოდ ნაყოფიერად დასრულდა კამპანია „ლაშქრობა-დასუფთავებისთვის“.

კლუბის ორგანიზებით ასევე ჩატარდა ფოტოკონკურსი, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გაეცნენ ადგილობრივი, მოსახლეობის მდგომარეობას და მათ უიმედობას  თუ სამომავლო პერსპექტივებს. მათი აზრით, „დაიცვა გარემო ეს შინაგანი კულტურის შედეგია, რომელიც გაქვს ან არ გაქვს“ .

და ბოლოს გვაქვს საინტერესო შეოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის, სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი მემორანდუმს აფორმებს „შპს ეკომოლაშქრეთა კლუბთან“, სადაც აქტიურად ითანამშრომლებენ სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი, ილიაუნისდა თსუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბები, რაც ფართომაშტაბიანი აქტივობების განხორცილებას შეუწყობს ხელს.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი მადლობას უხდის დეკანს ბატონ ირაკლი გაბსონიას თანადგომისთვის, „ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ როგორც ბატონი ირაკლის, ასევე ადმინისტრაციის მხარდაჭერას მსგავსი აქტივობების განხორციელებლად“ განაცხადა კლუბის დამფუძნებელმა ირინა მიქავამ.

 

ჩინელი კორესპონდენტის ვიზიტი სტუ-ში  

1 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს  ჩინური კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ეწვია ჩინეთის სიახლეების სააგენტოს მთავარი კორესპონდენტი ლი მინგი.  იგი დაესწრო ფაკულტეტზე არჩევითი საგნის ჩინურის სწავლების გაკვეთილებს, გაესაუბრა სტუდენტებს და გააცნო ხინუას სიახლეების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა. სტუმარი ლი მინგი შეხვდა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას. დეკანმა მიაწოდა ინფორმაცია ფაკულტეტზე ჩინურის სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე გააცნო ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის სახეები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩინური კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ავთანდილ კიკნაძე და  ჩინური ენის მასწავლებლები.

გამოცდების მიმდინარეობის პროცესი

2017 წლის 27-2 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტარდება პირველი  შუალედური გამოცდები, აღნიშნული პროცესი მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანია.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით მაქსიმალურად ობიექტურად ტარდება  გამოცდები, ამავე დროს, სრულიად არის დაცული ყველა სტუდენტის უფლება.

მნიშვნელოვანია, რომ  სტუდენტმა შეძლოს მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში დაწეროს საგამოცდო საკითხები.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საკუთარი საგამოცდო ცხრილის ნახვა შეუძლიათ www. Law.gtu.ge-ზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას და ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტზე დამტკიცებულია გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესები:

  1. სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით, გამოცხადდეს საგამოცდო ოთახში. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. სტუდენტის დაგვიანების ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში;
  2. სტუდენტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან /და სტუდენტის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
  3. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
  4. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან, გადალაპარაკებისა და გადაწერის მცდელობის დაფიქსირებისთანავე სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან;
  5. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა წერის სრულად დამთავრებამდე;
  6. საგამოცდო წესების დამრღვევი სტუდნეტისათვის გამოცხადებული თითოეული ზეპირი გაფრთხილება ფორმდება საგამოცდო წესების დარღვევის შესაბამის უწყისში, ხოლო სტუდენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება შესაბამისი ოქმით.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას პრეტენზია,  საგამოცდო საკითხების და გამოცდის მსვლელობის მიმართ, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტის საჩივარს განიხილავს შესაბამისი საგამოცდო კომისია და გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სტუდენტს მიეცემა შესაძლობლობა დამატებით დაწეროს გამოცდა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას დამოკიდებულება მკაფიო და ცალსახაა. დაცული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების უფლებები. აუცილებელია ყველა სტუდენტი იმყოფებოდეს თანაბარ და სამართლიან გარემოში.ასევე, ლექტორის შეფასება პირდაპირპროპორციული უნდა იყოს სტუდენტის ნაშრომისა.

 

ფაკულტეტის სტუდენტების  კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტმა ანა ტაკაშვილმა და პირველი კურსის სტუდენტმა მერაბი ტაკაშვილმა სტეპის მიერ ორგანიზებულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე:  რელიგიასა და მის გავლენაზე, კერძოდ იმაზე, არის თუ არა რელიგია თავისუფალი არჩევანი.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის პროცესში აუდიტორიაც აქტიურად იყო ჩართული. სპიკერებმა ისაუბრეს რელიგიის განვითარების ეტაპებზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც რელიგიის თავისუფლებაზე ახდენს ზეგავლენას.
გუნდმა კონკრეტული მაგალითებით აჩვენა სხვადასხვა რელიგიების მიმართება ერთ კონკრეტულ სოციუმში. პრეზენტაციის პროცესში დაისვა საინტერესო კითხვები სხვა გუნდების წარმომადგენლების მხრიდან. სპიკერები ჟიურიმ მაღალი ქულებით, დადებითად შეაფასა და ჩვენმა სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს.

სტუდენტები დაფინანსდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ასისტენტ-პროფესორმა Erasmus + -ის  პროექტში გაიმარჯვა

 

2017 წლის 14-22 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა, ემილია ალავერდოვამ გაიმარჯვა Erasmus + -ის პროექტში და გაემგზავრა კვიპროსზე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი და ერთადერთი გამარჯვებული. პროექტი სახელწოდებით ”Rainbow Spectactor“ ეძღვნებოდა ყველა სახის კონფლიქტს: საერთაშორისო, რელიგიურ, კორპორაციულ, პიროვნულ და ა.შ. აგრეთვე განიხილებოდა ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა კონფლიქტურ და არაკონფლიქტურ სიტუაციებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. კურსის მიზანი იყო კონფლიქტის მართვა და მენეჯმენტი და ადამიანის უფლებების დაცვა. ორგანიზატორებს პროექტი საკმაოდ წარმატებულად მიაჩნიათ და იგეგმება პროექტის 2 ნაწილის ჩატარება, სადაც ასისტენტ-პროფესორი ემილია ალავერდოვი იქნება მიწვეული ექსპერტად.

ასევე, აღსანიშნავია რომ ემილია ალავერდოვი აირჩიეს  აშშ -ჩინეთისა (ISSN1539-8080)  და სინო-ამერიკული (ISSN158072)  ინგლისური ენის სასწავლო საგამომცემლო სახლის (David Publishing Company), USA, NY რეფერენტად.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ულოცავს ემილია ალავერდოვას გამარჯვებას და უსურვებს  შემდგომ წარმატებებს.

 

 

 

 

 

 

ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორების ვიზიტი Universitat Autònoma de Barcelona-ში.

 

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, პროფესორები: ვახტანგ ჟვანია და მალხაზ ჩიტაია ესპანეთში-ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Universitat Autònoma de Barcelona-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, სამომავლოდ კი მემორანდუმის გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც სამართლისა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით, მიიღონ მონაწილეობა ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო-სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციებში, ტრეინინგებში და სხვა აქტივობებში. პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და აკადემიურ პერსონალს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: „No Justice Without Life“. კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო ბილი მური. უდანაშაულოდ სიკვდილმისჯილი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა სამართლიანი სასამართლოს შესახებ. ფაკულტეტის დეკანის მოწვევით საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტს ახლო მომავალში ეწვევიან Universitat Autònoma de Barcelona-ს პროფესორები.