სტუდენტების საყურადღებოდ!
ინფორმაცია შემოდგომის სემესტრის სასწავლო აქტივობების აღდგენის შესახებ
ძვირფასო სტუდენტებო,
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის (I) სემესტრის სასწავლო აქტივობების აღდგენა შესაძლებელია ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.
შემოდგომის სემესტრის სასწავლო აქტივობების, მათ შორის შუასემესტრული გამოცდებისა და ლაბორატორიული მეცადინეობების აღდგენა მოხდება:
მე-18 კვირაში, 2021 წლის 8-დან 13 თებერვლის ჩათვლით.
ცნობისათვის: შუასემესტრული გამოცდების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, ვინც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო შუასემესტრული გამოცდების მე-11 კვირაში (7-13 დეკემბერი) ჩაბარება.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
სასწავლო მეცადინეობები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ჩატარდება 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება მე-17 – 20 კვირებში, 1-დან 27 თებერვლის ჩათვლით, სასწავლო კურსის შესაბამის დასკვნით გამოცდამდე.
დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 15-დან 27 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 1-დან 6 მარტის ჩათვლით
ინფორმაცია საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით
Posted in Uncategorized.