ინფორმაცია საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით

🔊 სტუდენტების საყურადღებოდ!
🔊🔊 ინფორმაცია შემოდგომის სემესტრის სასწავლო აქტივობების აღდგენის შესახებ
🙏 ძვირფასო სტუდენტებო,
🏦🇬🇪 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის (I) სემესტრის სასწავლო აქტივობების აღდგენა შესაძლებელია ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.
🏦🇬🇪 შემოდგომის სემესტრის სასწავლო აქტივობების, მათ შორის შუასემესტრული გამოცდებისა და ლაბორატორიული მეცადინეობების აღდგენა მოხდება:
🚩 მე-18 კვირაში, 2021 წლის 8-დან 13 თებერვლის ჩათვლით.
🔴 ცნობისათვის: შუასემესტრული გამოცდების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, ვინც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო შუასემესტრული გამოცდების მე-11 კვირაში (7-13 დეკემბერი) ჩაბარება.
🏦🇬🇪 ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
🚩 სასწავლო მეცადინეობები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ჩატარდება 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
🚩 დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება მე-17 – 20 კვირებში, 1-დან 27 თებერვლის ჩათვლით, სასწავლო კურსის შესაბამის დასკვნით გამოცდამდე.
🚩 დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 15-დან 27 თებერვლის ჩათვლით.
🚩 დამატებითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 1-დან 6 მარტის ჩათვლით

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply