პირველი კურსის სტუდენტი სანდრო გოძიაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტს სანდრო გოძიაშვილს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით, მე გახლავართ სანდრო გოძიაშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. სამართალი, ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანშია, რაც გვამოძრავებს/გონების შიგნითაა მოთავსებული. მე ბავშვობიდან ღრმად დაინტერესებული ვიყავი/ვარ სამართლის ინტერპრეტაციით. 

  1. გვიამბეთ თქვენი სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

სტუდენტური ცხოვრება არის საშუალება/შესაძლებლობა აზროვნების გაფართოების, განვითარებისა და გაუმჯობესების, ვინაიდან უამრავი სტუდენტია, რომელთა შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც ურთიერთგანსხვავებული აზრების დამკვიდრებას ეხმიანება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია პროგრესისათვის, შედეგზე ორიენტირებულობისათვის, თავისუფლებისათვის.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

რა თქმა უნდა ნებისმიერ თეორიულ საკითხს უნდა მოყვეს პრაქტიკაში განხორციელება/გადმოტანა, რადგან სწორედ პრაქტიკაა მოძრაობა წინსვლისაკენ. სამთავრობო პირები, წარმომადგენლობითი ორგანოს სუბიექტები, სამართალწარმოების პირები, ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც მე აქტიურ კონტაქტს/ურთიერთობას ვაწარმოებ და რაღა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის შედეგის აღმოცენებისაკენ მიმართული. 

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

ფაკულტეტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში, კონკრეტულად განათლების კუთხით, ასევე პიროვნული განვითარების მხრივ. პროფესორ-მასწავლებლები მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა სწავლის პროცესი გახდეს მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო. 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ჩემი თვალსაზრისით, უამრავი შესანიშნავი ღონისძიებები/პროექტები განხორციელდა და მომავალშიც განაგრძობს განხორციელებას. რთულია გამოყო, გამოაცალკევო თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან, თუმცა რადგან თქვენი კითხვა ასეთია, გამოვყოფ პროექტს: “შეხვდი დამსაქმებელს.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ,

სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, მოდი განვმარტოთ სიტყვა “უნივერსიტეტის” მნიშვნელობა. ეს არის დაწესებულება, შენობა, რომელიც მრავალი იდეებითაა თავმოყრილი, შესაბამისად, პასუხიც მაგ მიმართულებითაა. სადაც ვხედავთ შენების ნიშნებს, იქითკენ მიგვიწევს გული.

 7. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ დადებითია, რადგან ფაკულტეტის დეკანი ბატონი ირაკლი გაბისონია აქტიურად მუშაობს პროგრესისათვის და ჩვენ ვხედავთ, ამ პიროვნების დაუღალავმა შრომამ რამხელა შედეგი გამოიღო.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

რაც შეეხება მოწონება-არ მოწონებას, ვფიქრობ, კომპლექსური თემაა, ვინაიდან უამრავი იდეა არსებობს, რომელთა რეალიზაცია დაკავშირებულია ფინანსურ სახსრებთან. ჩინური ენის კურსები უნივერსიტეტში არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც უდიდეს სარგებელს მოგვიტანს მომავლში. ეს პროექტი ჩემს ძალიან დიდ სიმპატიას იმსახურებს.,მე თავად ვარ სტუდენტური ჩინური კლუბის პრეზიდენტი.  ფაკულტეტის დაფინანსებით უკვე 4 თვეა ვსწავლობ ჩინურს და ეს ძალიან საინტერესოა . ასევე დავამატებდი სხვადასხვა აუცილებელია სხვა ენების უნივერსიტეტში სწავლება, იმიტომ, რომ ენის ფუნქციისა და აგებულების არსი ყველამ უნდა იცოდეს, მეტსაც გეტყვით, ენაა კომუნიკაციის მთავარი ძალაა.

9. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

საერთოდ არ მიმაჩნია მართებულად სუბიექტების შეფასება, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო ბატონი ირაკლის პროფესიონალიზმი, ვინაიდან, მან კარგად იცის, თუ როგორ ეძებოს ოპტიმალური ხერხები, რათა დადოს შედეგი. უნივერსიტეტის გაძლიერებაში ასევე ჩართულნი არიან სხვა პროფესორები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი

 10. რითი ხართ დაკავებული?

ჩემთვის, ყოველი დღე, ყოველი წამი დაკავებულია. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ბუნებრივი რესურსი, რომელიც ჩვენ გვზღუდავს არის დრო. ამიტომ თითოეული წამი გათვლილად უნდა გამოვიყენოთ, რათა დავტკბეთ, შევისწავლოთ სამყაროში დამკვიდრებული ობიექტები, უფრო მოვლენებს ვუწოდებ. ზუსტად ამისთვის ღირს სიცოცხლე, რომ შევეცადოთ სამყაროს არსის ამოხსნა. აქტიორად ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძიებებში. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს.

 11. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

არამხოლოდ პირველკურსელებს, არამედ თითოეულ სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას, ვურჩევ მიზანდასახულობასა და მიზანმიმართულებას მის სფეროში. სწავლითა და მუდმივი ბრძოლით თქვენ შეძლებთ მწვერვალებზე ასვლას.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply