იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში ძალადობის საქმეზე

2018 წლის 31 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული პროცესი ოჯახში ძალადობის თემატიკაზე. პროცესზე ჟიურის წევრები გახლდნენ: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი თამილა სანიკიძე  და საიას პროექტის ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე.  იმიტირებულ პროცესამდე სტუდენტები 1 თვის განმავლობაში გადიოდნენ მოსამზადებელ კურსს. სწავლების პროცესში მოხდა სტუდენტების ვიზიტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. აგრეთვე, სტუდენტები იმყოფებოდნენ თეატრში, სადაც ოჯახში ძალადობის თემატიკაზე დადგმული სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება“ იხილეს.

იმიტირებული პროცესის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა მაკა აბულაძემ გადასცა სერტიფიკატები, სახელმძღვანელოები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი მაისურები და ჩანთები. ამავე დღეს სამართლის კლინიკის პრაქტიკანტებს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად გასცემდნენ კონსულტაციებს და ამზადებდნენ სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტს გადაეცათ პრაქტიკის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები. დღის ბოლოს კი ოჯახში ძალადობის სასწავლო კურსის მონაწილეები იმყოფებოდნენ თეატრში სპექტაკლზე „სეილემის პროცესი“

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply