პირველი ადგილი ეროვნულ შეჯიბრში

USAID- ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში EAST WEST MANAGEMENT INSTITUTE ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ეროვნული ჩემპიონატი “სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების სტუდენტურ ტრენინგსა და შეჯიბრში ” . მონაწილეობისთვის შეირჩა რვა საუკეთესო უნივერსიტეტის გუნდი. თითოეულ უნივერსიტეტს ერთი გუნდის წარდგენის უფლება ჰქონდათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები: სოფიკო დარჩია, ნანა ტყაბლაძე, გიორგი გელაშვილი, ბექა ჯანელიძე და გუგა მაღულარია, რომლებსაც ტრენერობა გაუწია ფაკულტეტის მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა, ადვოკატმა თორნიკე გვენეტაძემ.

23ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც კენჭისყრის საფუძველზე გადანაწილდა როგორც პოზიციები ასევე ის თუ რომელი უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ნახევარ ფინალში გადავიდა ოთხი საუკეთესო გუნდი ქულების რაოდენობით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის გუნდებს სადაც ჯერ  იყო ბრალდების, ხოლო მერე დაცვის მხარე.  ნახევარფინალი გაიმართა 24 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათთან გამარჯვების შემდგომ კი ფინალში შეხვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. ფინალში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა.  აღსანიშნავია რომ შეჯიბრში ჟიური დაკომპლექტებული იყო უცხოელი და ქართველო ექსპერტებით, მათ შორის, მაიკ გრანტი,  მოსამართლე ეკა არეშიძე, პროკურორი ნინო აღლემაშვილი და სხვა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply