პირველი კურსის სტუდენტი ამილ გუსეინოვი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ამილ გუსეინოვს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით და მადლობას გიხდით რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი. მე გახლავართ ამილ გუსეინოვი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

  1. გვიამბეთ სკოლის წლების შესახებ?

2005 წელს დავიწყე ჩემი სასკოლო მოღვაწეობა. პირველივე დღიდან ვიყავი აქტიური სტუდენტი. მინდა გითხრათ რომ სკოლა იყო ჩემთვის არამხოლოდ განათლების მიღების დაწესებულება არამედ, პიროვნული ზრდისა და განვითარების საწყისი. მოსწავლეობის პერიოდი მქონდა ძალიან დატვირთული, რადგან ვიღებდი სხვადასხვა სასკოლო პროექტებში მონაწილეობას და შევიძინე საკმაოდ დიდი გამოცდილება, ასევე შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს დამრიგებელს ქალბატონ ლეილა ქარსელაძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს წარმატების მიღწევაში.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სტუ არის უძველესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი, ჩემი ოცნება ავიხდინე და ჩავირიცხე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ძალიან ხშირად მესმოდა ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის შესახებ, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და იძლეოდა სამართლის განხრით განათლებისა და განვითარების საკმაოდ კარგ საშუალებას, ასევე ჩემი აქ ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზიც ის იყო რომ ფაკულტეტს ჰქონდა კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რამაც ჩემზე დადებითად იმოქმედა.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა, პროფესიონალებით სავსე გუნდი და მეგობრული გარემო,ასევე რომლებიც გამოირჩევიან კვალიფიკაციით და სტუდენტებთან მეგობრული მიდგომით, ისინი  ნამდვილად იციან თუ როგორ აღზარდონ კვალიფიციური  და კონკურენტუნარიანი იურისტი

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებითი მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე?

გამომდინარე იქიდან რომ სულ 6 თვეა სტუ-ს სტუდენტი მქვია უარყოფითი მხარის დანახვა ცოტა რთულია, მაგრამ მაინც შევცვლიდი სასწავლო ცხრილებს. ვისურვებდი ლექციებისა და სემინარებს შორის არსებულ ფანჯრების არარსებობას.

6. მოგვიყევით იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

ფაკულტეტი აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სტუდენტებს როგორც სამეცნიერო კონფერენციებით, გაცვლითი პროგრამებით, საზაფხულო სკოლებით, სასტაჟიორო პროგრამებით და ასევე უამრავი სხვა პროექტებითა თუ ღონისძიებებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი. ფაკულტეტი ასევე დიდ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს რომ მომავალში გახდნენ კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე.

  1. რას იტყოდით ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

 ბატონი ირაკლი არის პიროვნება რომელიც არის კომუნიკაბელური, მეგობრული და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული, ვამაყობ რომ მყავს ისეთი დეკანი, როგორიც არის ბატონი ირაკლი. ასევე დიდ მადლობას გადავუხდიდი ბატონ ჯემალ გაბელიას, რომელიც არის ძალიან მეგობრული, თბილი და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება.

 6.დაბოლოს, რას ურჩევ შენს კურსელებს?

 პირველ რიგში მოვუწოდებდი ჩემს თანაკურსელებს რომ უფრო მეტი იშრომონ და მიიღონ მონაწილეობა ფაკულტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებებსა თუ პროექტებში, ვიტყვი იმას, რომ არ გამოტოვონ არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც მათ ნამდვილად ანიჭებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტი, იყავით მოტივირებულები, მიზანმიმართულები და იფიქრეთ იმაზე რომ მომავალში, როგორ ჩამოყალიბდეთ კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი იურისტი.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply