პირველი სასამართლო პროცესი-პოლიტიკა სამსჯავროზე

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფარგლებში  ჩატარდა პირველი იმიტირებული  პროცესი  ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის მიერ წარმოებული პოლიტიკის შეფასების მიზნით, კერძოდ  იმაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა  ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მათი პოლიტიკა.

იმიტირებული  პროცესი გაიმართა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში. პროცესს უძღვებოდა მოწვეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იყო სტუ-ს პროფესორებისგან: ჯემალ გახოკიძე, ირაკლი გაბისონია, ჰენრი კუპრაშვილი და პარლამენტის წევრებისგან: კობა ნარჩემაშვილი, გიორგი ბარამიძე და ირაკლი კიკნაველიძე.
სტუდენტებისა და ექსპერტ პროფესორ-მენტორების მიერ წინასწარი პოლიტოლოგიური და სამართლებრივი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სტუდენტებს შორის განაწილდა მბრალმდებელისა და ადვოკატის ფუნქციები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინური სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ გრძელდება და სამომავლოდაც გაიმართება სხვა იმიტირებული პროცესები.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply