საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტი „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები“ აქტიურად გრძელდება ონლაინ რეჟიმში.
ადვოკატმა და სამართალმცოდნემ ირინა ბათიაშვილმა პროექტის მონაწილეებს ჩაუტარა შემდგომი მასტერკლასი ადვოკატის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. ადვოკატმა გააცნო სტუდენტებს პროფესიული საქმიანობის ძირეული ასპექტები, მიმოიხილა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დისკრიმინაციის სახეობები და ადვოკატის როლი მსხვერპლის (კლიენტის) საქმის ფაქტობრივი გარემოებების წარმოდგენის პროცესში. ასევე, აქტიურად უპასუხა მათ კითხვებს.
![](http://law.gtu.ge/wp-content/uploads/2020/12/132573363_1405757626430699_330758494207136766_n-960x380.jpg)
პროექტის „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების“ მორიგი მასტერკლასი
Posted in Uncategorized.