სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება

 

9 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატებისათვის გასაუბრება გაიმართა.

სტუ-ს რექტორის აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ბრძანებით შეიქმნა საფაკულტეტო დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგნაირად: კომისიის თავმჯდომარე- პროფესორი ირაკლი გაბისონია; პროფესორი ჯემალ გახოკიძე, პროფესორი იგორ კვესელავა, პროფესორი იაშა კუტუბიძე და პროფესორი მანანა დარჩაშვილი. გასაუბრებას ესწრებოდა სტუ-ს სწავლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, პროფესორი დენიტა ბიბილეიშვილი.

თითოეული კანდიდატი კომისიის წინაშე წარსდგა საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემებით, მათ დეტალურად გააცნეს სამომავლოდ მათ მიერ განსახილველი თემის მნიშვნელოვანი ასპექტები, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, დაუსვეს კითხვები კანდიდატებს და მოისმინეს მათგან წინადადებები. კომისიის წევრებმა მიმოიხილეს კანდიდატის მიერ გამოვლენილი უნარ-ჩვევები, შეაფასეს ისინი და წარმატებები უსურვეს ყოველივე მათგანს.

გასაუბრების შედეგები გამოცხადდება 9 ოქტომბერს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს კანდიდატებს, ხოლო დოქტორანტურაზე ჩარიცხულ პირებს  ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply