საკვირაო სკოლა

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით, 19 ნოემბერს, პირველი შეხვედრა გაიმართა საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან.
საკვირაო სკოლის მოსწავლეები 4 თვის განმავლობაში სწავლების თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდებით, შეისწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგობრივ, საბაზისო და აქტუალურ საკითხებს.
პირველი ტრენინგი შეეხებოდა საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების განვითარებას, უფლებებსა და თავისუფლებებს და აბსოლუტურ და შეზღუდულ უფლებებს.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატის იყო და ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ მომხსენებელისთვის.
Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply