სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა

📍📍გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2021/2022 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
სტუ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 3-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge
📍✅სტუ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
1. წაკითხულის გააზრება – 6,4 ქულა;
2. ანალიტიკური წერა – 6,0 ქულა;
3. ლოგიკური მსჯელობა – 5,2 ქულა;
4. რაოდენობრივი მსჯელობა – 4,8 ქულა.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა როგორც სამართალში და საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა უცხოურ ენაში (ინგლისური) (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარადგინა უცხოური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი);
📍📍საგამოცდო ფურცელს (ინფორმაციას გამოცდის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ) აპლიკანტები მიიღებენ , განაცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად, მაგისტრანტობის კანდიდატმა სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამსვლელი ქულა) ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან);
✅📌📌უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 12 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 13 სექტემბრის 14:00-საათამდე.
✅📌📌უცხო ენის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 13 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 16 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 17 სექტემბრის 14:00-საათამდე.
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 18 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური) ჩატარდება 2021 წლის 11 სექტემბერს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2), კოსტავას ქ. N68: 15:30 საათი • სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტი – სამაგისტრო პროგრამა – „სამართალი“
უცხო ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 12 სექტემბერს, სააპელაციო განაცხადები მიიღება გამოცდის ჩატარების ადგილზე 11 სექტემბერიდან 13 სექტემბრის 14:00 საათამდე. აპელაციების განხილვა 13 სექტემბრის 14:00 საათამდე საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 13 სექტემბერს
✅✅✅✅✅✅✅
გამოცდა სპეციალიზაციაში – “საერთაშორისო ურთიერთობებში” ჩატარდება 2021 წლის 14 სექტემბერს 15:30საათი სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2), კოსტავას ქ.N68 )
✅✅✅✅✅✅✅
გამოცდა სპეციალიზაციაში – “სამართალი” ჩატარდება 2021 წლის 15 სექტემბერს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2), კოსტავას ქ.N68 შემდეგი განრიგით:
13:30საათი • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სამაგისტრო პროგრამა “სამართალი“);
15:30საათი • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სამაგისტრო პროგრამა “სამართალი“;
✅✅✅✅✅✅✅
სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 16 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2021 წლის 15 სექტემბრიდან 10:00 საათიდან 17 სექტემბრის 14:00 საათამდე, მათი განხილვა _17 სექტემბერს 16:00საათამდე;
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის შემდეგ) გამოცხადდება ამა წლის 18 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საკონტაქტო პირები:
მისამართი: მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი,მე-9 სართული, ოთახი 910
თამარ ბარამია – 598 332 205 law@gtu.ge (შიდა: 7607)
ეკა აბესაძე – 555 106 313 abesadzeeka08@gtu.ge
თამარ ბრეგვაძე – 571 021 752 t.bregvadze@gtu.ge

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply