სტუდენტური კონფერენცია „საქართველო-XXI-ე საუკუნე“

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 24 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია „საქართველო-XXI-ე საუკუნე“.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულები: საქართველოს დამოუკიდებლობა (ისტორია, პოლიტიკა, სამართალი), პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასია, საქართველო  და მეზობლები ქვეყნები-რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ევროპა და საქართველო (ისტორია თანამედროვეობა), მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი და სოციალური პროცესები, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები, ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია, განათლება, ხელოვნება,  კულტუროლოგიური და ფილოლოგიური ძიებანი, კომუნიკაცია, თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, მსოფლიო და გენდერი, ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური პუბლიცისტიკა,

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეზიუმეების  ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

რეზიუმეს თან უნდა ახლდეს სტუდენტის ხელმძღვანელის დასკვნა, რომელიც შესრულებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply