იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 20 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.

პროცესის მონაწილე სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ.

პროცესის მონაწილეები შეაფასეს წინასწარ შერჩეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ, საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკა ასვანუამ.

პროცესს წინ უსწრებდა სასწავლო კურსი (15 სასწავლო შეხვედრა) სადაც სტუდენტები ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ბატონი ლევან ვეფხვაძე.

პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მართა ამირანაშვილი, გვანცა რევაზიშვილი, ელენე კალანდაძე, ნინო ხულუზაური, შახლა ისაევა, სოფო დარჩია და გიორგი ნაცვლიშვილი.

საუკეთესო დამცველის ტიტული დაიმსახურა თორნიკე კაპანაძემ, ხოლო საუკეთესო ბრალმდებლის ტიტული მოიპოვა  ელენე კალანდაძემ. საუკეთესო ნაფიც მსაჯულად დასახელდა მარიამ ბეჟანიშვილი.

მონაწილე სტუდენტებს  სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ  სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები. გამარჯვებულ გუნდს კი  გადაეცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გარდამავალი თასი.

იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამოიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply