შოთა რიჟამაძის საჯარო ლექცია

2021 წლის 30 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტის „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების“ ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა შოთა რიჟამაძემ მასტერკლასი ჩაუტარა პროექტის მონაწილეებს.
პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სტუდენტებს წარუდგინა ბატონი შოთა რიჟამაძე. მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისათვის წარმატებულ, მაღალი დონის პრაქტიკოს, ერუდირებულ იურისტს ბატონ შოთა რიჟამაძეს და გამოხატა მზაობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა შოთა რიჟამაძემ მიმოიხილა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები და ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევებზე.
მასტერკლასის დასასრულს სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს ბატონ შოთა რიჟამას საინტერესო და ნაყოფიერი ლექციის ჩატარებისათვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply