ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექცია

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი ფაკულტეტის ორგანიზებით მიძღვნილ 100 საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალუდა ღუდუშაური ჩაატარა პირველი საჯარო ლექცია თემაზე: „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში“.
საჯარო ლექცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. ლექციას ესწრებოდნენ ყველა საფეხურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. გაიმართა დისკუსია სამართლისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა ამომწურავად და სირღმისეულად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply