2018 წლის 17 მარტს 11:00 საათზე სტუ–ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან, შეხვედრას დაესწრებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე–იგორ კოპალიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი–მაყვალა ბერიანიძე, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე– მარინა შენგელია.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის.