პროექტში -“ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის” მონაწილეობის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ააიპ „ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს პროექტში -“ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის” მონაწილეობის მისაღებად

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებისთვის 2018 წლის  14 მარტს 15:00საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროექტის ხელმძღვანელი მაკა კუკავა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების (სტუდენტების) შესაძლებლობების განვითარება და მათი მომზადება ეფექტური დებატებისთვის.
დებატების თემატიკა მოიცავს შემდეგს:
– მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა;
– საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა;
– წყლის რესურსების მართვა და ენერგეტიკა ;
– სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი;
– სურსათის უვნებლობის სისტემა.
სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს, მასტერ კალსებსა და ქიუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
-მოლაპარაკებების წარმოება;
-ბიზნეს კომუნიკაცია;
– პრეზენტაციის უნარები;
– საჯარო გამოსვლის ტექნიკები;
– დროის მართვა და სხვა.
პროექტში მონაწილეობისათვის გთხოვთ, დარეგისტრირდით  ელექტრონულ ბმულზე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScWCYfz1hqEKrLVDtgpCw22GY_sQRmnjkHEvno3qDejFRVKgg/viewform
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ICDC.ge
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
შერჩეულ სტუდენტებს პროექტის ფარგლებში საშუალება ექნებათ:
გაიარონ მაღალი დონის ტრეინინგები, გამოიმუშავონ პრაქტიკული და სპეციფიკური უნარები და მიიღონ ცოდნა სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ.
ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული, აქტიური ახალგაზრდები და მათთან ერთად ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში;მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის;იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან.
პროექტი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply