ზამთრის სკოლის დახურვა  

 

2019 წლის 5-7 თებერვალს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიეროკვლევითი პროექტისბავშვთა უფლებებისფარგლებში ჩატარდა ზამთრის სკოლაბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია”,  სადაც თბილისის 20 სკოლის 160 მოსწავლე მონაწილეობდა.

სკოლა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და ესაუბრა ინტერდისციპლინარულ, ახალ მიმართულებებზე.

სკოლის მსმენელებს მიესალმნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონიასტუ წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სენატის), პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი და სამეცნიერო კვლევითიპროექტისბავშვთა უფლებებისხელმძღვანელი სოფიო დემეტრაშვილი.

სკოლის გახსნის შემდგომ სტუდენტებს  პირველი ლექცია ჩაუტარეს პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, ასისტენტპროფესორმა  ვახტან ჟვანიამ და სოფიო დემეტრაშვილმა.

მეორე  და მესამე დღეს მარიამ ჯიქიამ, გიორგი გორაძემ, სოფო დემეტრაშვილმა, მალხაზ  ჩიტაიამ, მარიამ აბულაძემ, ნატო გუგავამ და ნანა ხარაძემ ჩაატარეს საინტერესო და ინტერაქტიული ლექციები .

სკოლა შეაჯამა და საზეიმო ვითარებაში დახურა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელსაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply