გაეროს კვირეული ფაკულტეტზე

2019 წლის 9-13 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  ა(ა)იპ „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით  ჩატარდა „გაეროს კვირეული“, პროექტის მხარდამჭერი იყო გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, სტუ-ს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

პროექტის ფარგლებში 9 ივლისს საქართთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა გაეროს ელჩი ქალბატონი საბინა მახლი, რომელმაც გახსნა გაეროს კვირეული, შეხვდა სტუდენტებს და ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, საქართველო გაეროს ურთიერთობაზე და იმ პროექტებზე, რასაც გაერო საქართველოში ახორციელებს.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება. საბჭოზე გატანილი თემა იყო „ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნება“. შეირჩნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი წევრი ქვეყნების დელეგატებად, მათ ჩაუტარდათ ტრეინგები ადამიანის უფლებებზე, გაეროზე, გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქციებზე, გაეროს რეზოლუციებზე აფხაზეთის საკითხებზე, კრიტიკულ მსჯელობაზე, პრეზენტაციის უნარებზე და საბოლოოდ 13 ივლისს კი ჩატარდა გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება.

სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოდელირების პროცესში. მათ რეალურად მოირგეს დელეგატების როლი და არაჩვეულებრივად წარადგინეს თითოეული ქვეყანა და საბოლოოდ კი შედგა რეზოლუცია. თუმცა რეზოლუცია ჩავარდა, ვინაიდან რუსეთის და ჩინეთის დელაგატებმა მხარი არ დაუჭირეს. გამოვლინდა მოდელირებაში

პროექტი არის გრძელვადიანი და იგეგმება შერჩეული დელეგატების წაყვანა გაეროს ოფისში და სამომავლოდ გაიხსნება გაეროს კუთხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply