გამოსაშვები ცერემონიალი 2017

2017 წლის 22 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის და სიტყვა გადასცა სტუ-ს სასწავლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფის უფროსს გიორგი აბრამიშვილს.
ბატონმა გიორგიმ მიულოცა კურსდამთავრებულებს სასწავლო პროგრამის წარჩინებით დამთავრება, მოუწოდა მათ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება და უსურვა კარიერული წინსვლა.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წელს ფაკულტეტს პირველი გამოსაშვები ღონისძიება აქვს. აღნიშნა, რომ ეს კურსი არაჩვეულებრივი სტუდენტებისაგან შედგება და ფაკულტეტი ამაყობს ჩვენი კურსდამთავრებულებით.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ დიდი სიყვარულით მიულოცა სტუდენტებს სწავლის დასრულება, გამოთქვა იმედი, რომ მათი უმრავლესობა სტუ-ს დაუბრუნდება, როგორც მაგისტრანტი, დოქტორანტი და პროფესორ-მასწავლებელი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა ვახტანგ ჟვანიამ  წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს და გამოთქვა იმედი, რომ როგორც კოლეგები კიდევ არაერთხელ შეხვდებიან  პროფესიულ გზაზე ერთმანეთს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი კალანდაძემ სტუდენტებს წარმატებები უსურვა ისეთ რთულ მეცნიერებაში, როგორიცა სამართალმცოდნეობა.
სტუმრებს მიესალმნენ კურსდამთავრებულები თინათინ დადუნაშვილი, გვანცა წახრაკია, მარიამ კიკნაძე და სხვა სტუდენტები, რომლებმაც გულითადი მადლობა გადაუხადეს სტუ-ს ადმინისტრაციას, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას, დეკანის მოადგილეს ჯემალ გაბელიას და თითოეულ ლექტორს, ყოველი დღისთვის და იმ დიდი წვლილის შეტანისთვის რასაც სტუდენტის ჩამოყალიბება ჰქვია.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა უკვე შეძლო თავის დამკიდრება, როგორც პოპულარულმა და წარმატებულმა და იგი სათანადო კონკურენციას უწევს სხვა უნივერსიტეტებს, რასაც ცხადყოფს მის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი.
დასასრულს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მოუწოდა სტუდენტებს ჩააბარონ ამავე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე, გამოთქვა მზადყოფნა მათი დახმარებისათვის, როგორც სამომავლოდ დასაქმების კუთხით ასევე, სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply