გიგი ლილუაშვილის მასტერკლასი

2019 წლის 15 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით დოქტორმა, ბატონმა გიგი ლილუაშვილმა პროექტის “იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების” ფარგლებში როგორც წარმატებულმა საჯარო მოხელემ ჩაატარა მასტერკლასი.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა მოწვეული საჯარო მოხელე და წარმატებები უსურვა პროექტის მონაწილეებს.
დოქტორმა გიგი ლილუაშვილმა ისაუბრა საჯარო და კერძო სფეროში იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე. მოახდინა შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო სამსახურის ძირეულ ასპექტებზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ ბატონმა გიგი ლილუაშვილმა 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში – JD, ხოლო 2006 წლიდან რიგის უმაღლეს იურიდიულ აკადემიაში ლატვიაში სადაც 2007 წელს მიიღო საერთაშორისო და ევროპის სამართლის მაგისტრის ხარისხი LLM. 2018 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი PhD.
2007 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე განათლების სისტემაში, იყო იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი.
2012 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ოპერატიულ და ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply