2018 წლის 20 ივნისს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროფესორმა, ადვოკატმა გიორგი ვაშაკიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინების ფარგლები ინტერლოკალური და საკოლიზიო სამართლის კონტექსტში“
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.
პროფესორმა გიორგი ვაშაკიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლების შესახებ, განმარტა კოლიზური ასპექტები და ყურადღება გაამახვილა სამართლებრივ პრობლემებზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში