სტუ-ს 86-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

2018 წლის 19 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო, ღია სამეცნიერო-პრაქტიკული 86-ე კონფერენციის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამუშაო სექცია ჩატარდა.

სამართლის სექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

სამართლის სექციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის გზები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირადი  არაქონებრივი უფლებების ხელუყოფით ასევე  დელიქტური ვალდებულებების დარღვევით მიყენებული ზიანის სახეები, აღსრულების როლი და მნიშვნელობა-ზოგადი მიმოხილვა, საკონსტიტუციო სასამართლოთა   გადაწყვეტილებათა ეფექტი საერთო სასამართლოების პრაქტიკაში, გირავნობა, როგორც მოტხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, კომპენსაცია, როგორც შრომით ურთიერთობის აღდგენის ალტერნატივა,  ოჯახის წევრთა საალიმენტო ვალდებულებები, მფლობელობა  ქართულ სანივთო სამართალში, საჯარო ინფორმაცია და მისი გამიჯვნა პირადი,კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოებისაგან და სხვა.

კონფერენციის ჟიურის წევრებმა შეაფასას მომხსენებლები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინეს გამარჯვებული როგორც სამართლის სექციაზე  ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამუშაო სექციაზე.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply