გური მენაბდიშვილის საჯარო ლექცია

2019 წლის 20 მაისს პროექტის – კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში” ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასა და დანიშვნისთან დაკავშირებით, კერძოდ: შეიძინეს თეორიული ცოდნა, თუ როგორ გამოკვეთონ საქმისთვის არსებითი მნიშნელობის მქონე საკითხები და შეძლონ კითხვის ზუსტად ფორმულირება. შეისწავლეს საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და შენახვისათვის გასათვალისწინებელი საკითხები, რომელთა დეტალური შესრულების შემთხვევაში გამოირიცხება ნიმუშის აღება-შენახვისას დაშვებული ტექნიკური სახის შეცდომა. გაიაზრეს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებისა და ზემოქმედების დადგენის მიზნით გამოსაკვლევი პირისაგან რომელი საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშის აღება არის უმჯობესი და რა დროს ენიჭება უპირატესობა პირის ექსპერტიზაზე წარდგენას ექსპერტ-ნარკოლოგის მიერ კლინიკური სურათის დასადგენად და შესაფასებლად.
აგრეთვე გაიმართა ერთობლივი მსჯელობა-დისკუსია ქვეყანაში არსებული ნარკოლოგიური მდგომარეობის, საკანონმდებლო ბაზის შეფასების, გამომწვევი მიზეზების ანალიზისა და პრევენციული ღონსიძიებების დანერგვის შესახებ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply