დაიწყო მიღება სასწავლო კურსზე “ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის” თემაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას სასწავლო კურსზე „ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა“
კურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტებს.
ოჯახში ძალადობის თემაზე სასწავლო კურსისა და იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია:
 ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში;
 სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ;
 სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება;
 სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს. სწავლების პროცესში მოხდება სტუდენტების ვიზიტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში/ კრიზისულ ცენტრში.
კურსის ბოლოს გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე.
ტრეინინგების შემდგომ სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო მონაწილეები.
იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდგომ გამოვლინდება:
• საუკეთესო დაცვის მხარე;
• საუკეთესო ბრალდების მხარე;
• საუკეთესო მომხსენებელი
• საუკეთესო მონაწილე.
მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
კურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები: მაკა აბულაძე -595961900; თინათინ ბარაქაძე- 577375441

Download (DOCX, 37KB)


Download (DOC, Unknown)

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply