დეკანის საათი

2019 წლის 26 ივნისს სტუ-ს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი სტუდენტებს შეხვდა.

ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ  გააცნო სტუდენტებს საგამოცდო  და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაუსვა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.

დეკანისა და სტუდენტების შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში,  სტუდენტებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და მიიღეს ამომწურავი პასუხები  ფაკულტეტის დეკანისგან.  სტუდენტებმა წამოაყენეს ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესთან და სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებული ასპექტები.

შეხვედრის ფორმატში ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეთანხმდა ზოგიერთი ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე და სთხოვა სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ფაკულტეტის საქმიანობაში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply