თეიმურაზ II -ის პოლიტიკა სამსჯავროზე

გრძელდება  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული-პრაქტიკული პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე” სკოლის მოსწავლეების ფორმატში,. ნახევარ ფინალში სკოლის მოსწავლეები შეეცადნენ წარმოედგინათ თავიანთი პოზიციები  და განეხილათ  თეიმურაზ მეორის პოლიტიკა. ჟიური დაკომპლექტებული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი,  პროფესორი მაია ყიფიანი.

სკოლის ფორმატის პროცესებში სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ გაიმართება ფინალი და გამოვლინდება  გამარჯვებული  გუნდი.