2018 წლის 18-21 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის ორგანიზებით ფაკულტეტზე ჩვენი სტუდენტებისთვის ტარდება ინგლისურენოვანი შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“.
საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ: მარკო ვალიჯი-საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორი;ნენო გაბელია-რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. მსურველები უნდა დარეგისტრირდით https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe4pOzI8eTHDOkLTLb8yeIF361du05nRwSNlSAeVoQB1sHg6A/viewform გაიცემა სერტიფიკატი