ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა

2018 წლის 9 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა,  რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

დეკანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ფაკულტეტის სტუდენტთა დაფინანსების შესახებ,  ფაკულტეტის სოციალური პროგრამით ისარგებლა 100-მა სტუდენტმა და მათ ჯამურად დაუფინანსდათ  62 000 ლარი, ასევე 250-მდე სტუდენტს  მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი. რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 30 000 ლარი.

ირაკლი გაბისონიამ საბჭოს წინაშე ასევე  დააყენა შუამდგომლობა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

საბჭომ დაადგინა, რომ ფაკულტეტის შემდგომი განვითარებისთვის და ხარისხის სამსახურში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით  მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლებმა აირჩიონ პროფესიონალი, ღირსეული პიროვნება, სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება შეუძლია ფაკულტეტის ნებისმიერ   პროფესორსა და ასოცირებულ პროფესორს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს სრულ მზაობას არჩევნები ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply