კონსტიტუციური სამართლის სასწავლო კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 15 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას კონსტიტუციური სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

 კურსის თემატიკა:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია
  • საკონსტიტუციო სარჩელის ფორმა და სარჩელის ტექნიკური მხარე
  • რომელი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში?
  • საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სუბიექტი
  • ნორმატიული აქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციასთან
  • საკონსტიტუციო განხილვების სტადიები
  • საკონსტიტუციო განხილვა სარჩელის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის ეტაპზე
  • საკონსტიტუციო განხილვის ვადები

 

კურსის გავლის შემდგომ სტუდენტებს ექნებათ ცოდნა საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე.

 

ლექციების კურსი პროპორციულად პრაქტიკულ კომპონენტს უფრო მეტად მოიცავს, ვიდრე თეორიულს. პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება კონკრეტული კაზუსების ამოხსნა ზეპირი მსჯელობითა და წერითი დავალებებით.

კურსის დასასრულს გაიმართება იმიტირებული სასამართლო  პროცესი.

კურსს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი ეკა მამრიკიშვილი.

კონსტიტუციური სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-2 მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ 15 თებერვლიდან  8 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com;

დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

 

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის  შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი: მარიამ აბულაძე – 595961900

 

Download (DOCX, 38KB)

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply