საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „ბავშვთა უფლებები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ბავშვთა უფლებების“ ფარგლებში  2019 წლის 1 ივნისს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „ბავშვთა უფლებები“.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს  ბავშვთა უფლებები საქართველოში, ადამიანის  ძირითადი უფლებები და  ბავშვთა უფლებები, ბავშვთა უფლებების კონვეცნია, ბავშვთა უფლებების დაცვა სასამართლო გადაწყვეტილებებში, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები, ბავშვთა დისკრიმინაცია, ოჯახური ძალადობა და ალტერნატიული მზრუნველობა, ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა უფლებები და სოციალური ქსელები, ბულინგი, „ბავშვი ჯარისკაცები“,  ბავშვთა ადრეული განვითარება საქართველოში, ფიზიკური აღზრდა და სპორტული ცხოვრება, ბავშვთა იძულებითი შრომა, ბავშვთა უფლებები სკოლამდე დაწესებულებებში, ბავშვთა პირადი, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური უფლებები და სხვა.

მონაწილეობის მიღება შეუძლია  აკადემიურ პერსონალს და აკრედიტირებული უნივერსიტეტის   სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ავტორი;
  • აუცილებელია ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე;
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი
  • ინგლისური და ქართული რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი:Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. ამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება

შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2019 წელი

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@gtu.ge

მეილში მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.

 

The International Scientific Conference – “Children’s Rights” is held on June 1, 2019 within the framework of the scientific-research project “Children’s Rights”, Faculty of Law and International Relations of Georgian Technical University.

Conference presentations must be applied to children’s rights, basic human rights and children’s rights, convention about children’s rights, rights of the child in judicial decisions, Children’s Rights Protection Mechanisms, and discrimination of children, domestic violence, and alternative care, child poverty, children’s rights and social networks, bullying, “child soldiers”, children’s early development in Georgia, physical education and sports, children’s forced labor, the rights of children to school facilities, children’s personal, social, cultural, political and other rights.

The academic personnel and students of the accredited University Master and Doctoral Program can participate.

  • Each work may have one author;
  • The work must be accompanied by a summary in English and Georgian;
  • Each work will be checked on the plagiarism.

The present conference paper must satisfy the following technical data:

The volume of the work: 8-10 pages;

English and Georgian Summary: no more than 250 words;

Main text and footnotes font: Sylfaen;

Font size of main text – 11, text of footnotes – 9;

Interval between lines – 1.15;

Borders boundaries – 1.9 cm;

The presented works will be evaluated by the following criteria:

*Content Compliance with Title;

*Actuality of the topic;

*The idea of forming and expression of thought;

*Author’s assessment of the issue (individual view);

*Technical characteristics compliance;

*Citation technology;

*Diversity of literature used.

Selected conference reports will be published in the collection of conferences; Accordingly, Georgian Technical University reserves the right to correct the work in agreement with the author.

Deadline for submission of conference materials: April 10, 2019.

Interested persons should present the work on the following e-mail address: law@gtu.ge

Enter the name and last name of the author in the mail, the status (which is the HEI student), contact telephone and e-mail.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply