2018 წლის 6 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში შანხაის (ჰაიევის) იურიდიული კომპანიის მმართველმა, პარტნიორმა, იურისტმა, ექსპერტმა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მარკ ლიმ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: „როგორ გავხდეთ მოთხოვნადი იურისტი საერთაშორისო ბაზარზე?!
მასტერკლასი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტივობაზე და წარუდგინა სტუდენტებს მარკ ლი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, მენეჯერი და აკადემიური პერსონალი, ასევე ორივე მიმართულების სტუდენტები.
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ექსპერტმა მარკ ლიმ ისაუბრა წარმატების მიღწევის გზებზე, ამ კუთხით სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და აუხსნა მათ თუ რა ნიშან-თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ მოიპოვო ადგილი საერთაშორისო შრომის ბაზარზე. მასტერკლასის შემდგომ იურისტმა მარკლ ლიმ ასევე უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და გარკვეული სამართლებრივი შედარებები გააკეთა საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობას შორის.
მასტერკლასი შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა, ასისტენტ-პროფესორმა ანა ფუტკარაძემ და სტუდენტებს გააცნო იმ სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებაც იგეგმება შანხაის იურიდიულ კომპანიასთან ერთად, რაც გულისხმობს სტუდენტთა დაფინანსებას სასწავლო და პრაქტიკული ვიზიტისთვის ჩინეთში.