პროფესორ გეორგ ლომანის საჯარო ლექცია

2018 წლის 6 ნოემბერს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გერმანიის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა გეორგ ლომანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „კანტი და კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო)“.
მასტერკლასი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტივობებზე და წარუდგინა სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი გეორგ ლომანი.
სტუდენტებმა სპეც კურსის „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სწავლების“ ფარგლებში პროფესორ გეორ ლომანისგან მოისმინეს კონკრეტული თეზისები კანტის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეხედულებებზე. პროფესორმა განმარტა კანტისეული სამართლებრივი სახელმწიფოს ასპექტები და მიმოხილა მასთან დაკავშირებული ფილოსოფიური შეხედულებები.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply