მორიგი საბჭოს სხდომა

‼️‼️2020 წლის 14 თებერვალს გაიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია. სხდომაზე განხილულ იქნა დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი “ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია” და მიმდინარე პროექტი ” ლინგვოკირიმინალისტიკა” .
‼️‼️საბჭომ შეაფასა აღნიშნული პროექტების ფარგლებში გამოცემული მონოგრაფია “ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია” და სახელმძღვანელო “ლინგვოკირიმინალისტიკა”. მისცა რეკომენდაცია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და აკადემიურ დეპარტამენტებს შესაბამის სილაბუსებში ასახონ ზემოაღნიშნული სახელმძღვანელო და მონოგრაფია.
‼️‼️საბჭოზე ასევე განხილულ იქნა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემური საკითხები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply