სტუდენტები ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე

🗣🗣2020 წლის 13-17 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები – სალომე აფციაური, თინათინ ქოქრაშვილი, მერაბი ტაკაშვილი, ბექა ჩიკვაიძე, ანნა ფერანი და ანა ქადაგიძე მონაწილეობდნენ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში ქ. ფრანკფურტში.
სტუდენტები მუშაობდნენ შემდეგ კომიტეტებში General assembly, international maritime organization, UNICEF, დასასრულს მიიღეს რეზოლუცია. 📜📜
👥👥👥პროექტის ორგანიზატორების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.სტუდენტებს მენტორობა გაუწია ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ანა ფუტკარაძემ.
აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ.