ნიკოლაი პოლევოის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქციისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული სხვა აქტივობების ფარგლებში, 2022 წლის 3 მარტს ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის დონეცკის ვასილი სტუსის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა – ბატონმა ნიკოლაი პოლევოიმ ჩაატარა საჯარო ლექცია.
უნივერისტეტისა და ფაკულტეტის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლაი პოლევოის, რომ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხისთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, მან გამონახა დრო ქალაქ ოდესიდან ჩაეტარებინა ჩვენთვის საჯარო ლექცია და სრულყოფილად მოეწოდებინა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply