ნონა თოდუას საჯარო ლექცია

2022 წლის 2 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, ქალბატონი ნონა თოდუა. ლექციის თემა იყო: „ქმედების ჯგუფურ დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხები“.
შეკრებილ აუდიტორიას მიესალმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია. ლექციის დასასრულს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია.
მადლობა ქალბატონ ნონას ასეთი შინაარსიანი და უაღრესად საინტერესო ლექციისათვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply