ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მასტერკლასი

2020 წლის 14 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტის “იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების” ფარგლებში ნოტარიუსმა თამილა გოგატიშვილმა ჩაატარა მასტერკლასი ნოტარიუსის პროფესიული საქმიანობის ძირეულ ასპექტებზე.
მასტერკლასი გახსნა და სტუდენტებს ნოტარიუსი წარუდგინა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply