„პოლიტიკა სამსჯავროზე“

2018  წლის 24 სექტემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა პოლიტიკისა და სამართლის თეორიულ-პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“.

პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში მკაცრად შეჯერებული და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე გაკეთდება კვალიფიციური პოლიტოლოგების და სამართალმცოდნეების მიერ ამ პოლიტიკის მონიტორინგი, ანალიზი და დასკვნა, ხოლო ამ დასკვნების საფუძველზე საქართველოში პირველად შედგება ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების მიერ წარმოებული პოლიტიკის იმიტირებული სასამართლო პროცესები, რაც გულისხმობს იმას რომ სამსჯავროზე წარსდგება კონკრეტული პოლიტიკოსის მიერ განხორციელებული პოლიტიკა.

პროექტის კვლევის მიზანი და ამოცანა მფდგომარეობს მოსახლეობის პოლიტიკური და სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავებასა და სამეცნიერო სტატიების, სამეცნიერო კონფერენციების, მონოგრაფიების მომზადებაში.

პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართება გიორგი VII-ის, ლავრენტი ბერიას, ნოე ჟორდანიას,  გიორგი სააკაძის, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის იმიტირებული სასამართლო პროცესები.

პროექტში ჩაერთვებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები ასევე სტუდენტები. მნიშვნელოვანია, რომ დასახული მიზნის რეალიზაციისათვის შეიქმნება პოლიტიკისა და სამართლის ერთგვარი ექსპერიმენტული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განახორციელებენ კვლევებს საქართველოს სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მარადიული ღირებულებების ფორმირების პოლიტიკური და სამართლებრივი კანონზომიერების დასადგენად.

მთლიანობაში პროექტში სამართალმცოდნეობის, პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკული სინთეზი ხელს შეუწყობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მრავალმხრივად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply