მევარპროფესორი #სტუდენტისტუდენტისთვის
🛑2019 წლის 6 ივნისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის „სტუდენტი სტუდენტისთვის“ სლოგანით „მე ვარ პროფესორი“ დაჯილდოვება გაიმართა.
✅✅პროექტში 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა და თითოეულმა მათგანმა წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, კერძოდ კი ჩაატარეს ლექცია-სემინარები და შეეჯიბრნენ ერთმანეთს. პროექტმა მათ შესძინა არაერთი უნარ-ჩვევა, რომლებსაც სამომავლოდ გამოიყენებენ.
📌გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და პროექტში ჩართულმა პროფესორებმა.
⛳კონკურსის წესით ჟიურის მეშვეობით სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ქართულ და რუსულ სექტორებში გამოვლინდა ყველა კურსის გამარჯვებული:
📍სამართლის სპეციალობით პირველი კურსი- ანუკი აბაშიძე
📍სამართლის სპეციალობით მეორე კურსი- თათია კანკია
📍სამართლის სპეციალობით მესამე კურსი- ლაშა ძაგანიშვილი
📍სამართლის სპეციალობით მეოთხე კურსი- ანა ტაკაშვილი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით პირველი კურსი–რამინი ყულოშვილი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მეორე კურსი-მაიკო თევზაძე
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მესამე კურსი-ანა ნაკაშია
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მეოთხე კურსი- ირინა მიქავა
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- პირველი კურსი- ვანო ღლონტი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- მეორე კურსი- ლია ღვინჯილია
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- მესამე კურსი- ნიკა გელაშვილი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- მეოთხე კურსი -ალექსანდრა ზამულა.
🌎პროექტის გამარჯვებული გახდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირინა მიქავა.
📣📣ასევე, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ დაასახელა თავისი რჩეული მესამე კურსის სტუდენტი-ნიკოლოზ წერეთელი.
📜გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობისა და პროფესორ ზიგფრიდ ლამიხის სახელობის სტიპენდია. ასევე, გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, საჩუქრები და წიგნები.📚📙🗂🧲
#სტუდენტისტუდენტისთვის
პროექტის “სტუდენტი სტუდენტისთვის” დაჯილდოვება გაიმართა
Posted in Uncategorized.