ფაკულტეტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას

2018 წლის 17-22 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორმა კობა ჩიხლაძემ და ამავე ფაკულტეტის ასისტენტმა გიორგი სვიანაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა და მათი გადაჭრის გზები უკრაინასა და მსოფლიოში.

კონფერენცია გაიმართა უკრაინაში ქალაქ დნეპრში, სადაც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ.

კონფერენციის დასასრულს ფაკულტეტის წარმომადგენლებს – კობა ჩიხლაძეს და გიორგი სვიანაძეს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები და მათი საკონფერენციო მოხსენება დაიბეჭდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

აღნიშნული ვიზიტი სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply