პროფესორ ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 22 ივნისს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ვალერი ვაშაკიძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხ საჯარო ლექცია თემაზე: „სახელმწიფო ტერიტორიები შუა საუკუნეების ქართულ ცნობიერებაში

ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის.

პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ ისაუბრა ქართულ ცნობიერებაში დამკვიდრებულ ზოგიერთ ტერმინოლოგიურ რეალობაზე, განმარტა ძველ ბერძნული  სახელმწიფოების შეხედულებანი შიდა და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ტერიტორიების შესახებ შუა საუკუნეებში.

საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა  დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply