5 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დავით გეფერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალური პრობლემები“.