შეხვედრა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან

 

2018  წლის 27 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიის წევრმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ,  რომელმაც საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.

დეკანის შეხედულებით  ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში  სასწავლო პროგრამების, სილაბუსების მოდიფიკაციის მიზნით მნიშვნელოვანია აკადემიკოსების რეკომენდაციებისა და შეხედულებების გაზიარება.   კერძოდ, განიხილეს:

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის განახლებასთან დაკავშირებული ასპექტები,

ფაკულტეტის მიერ შემუშავებული ახალი მიმართულებები, როგორიცაა: ინჟინერიურისტი, იურისტეკონომისტი და სხვ.

შეხვედრისას სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრები:შოთა ფაფიაშვილი, რომან შენგელია, გივი ლობჟანიძე, მალხაზ ბაძაღუა, შენგელი ფიცხელაური, ავთო ხაზალია, შოთა კოზმანაშვილი, დავით გეფერიძე და სხვები.

ასევე, წარიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავოს უნივერსიტეტმა სტუდენტს, რომ იგი გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

გამოითქვა მოსაზრებები, სასწავლო მოდულის დახვეწის შესახებ, ახალი  პროგრამების დამატებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საჰაერო სამართალს, საზღვაო სამართალს, მედიცინის სამართალს და ა.შ.

შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, მადლობა გადაუხადა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებს საინტერესო შეხვედრისა და მობრძანებისათვის.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply